მთავარი ევროპა პოლონეთი „პატრიოტის“ თავდაცვის სისტემა პოლონეთში

„პატრიოტის“ თავდაცვის სისტემა პოლონეთში

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა პოლონეთში „პატრიოტის“ სისტემის გატანა დაიწყეს.

გერმანული მხარე პოლონეთს საერთო ჯამში შეიარაღების 3 ბატარეას გადასცემს.

„გასული წლის 15 ნოემბერს ვიხილეთ, თუ სამწუხაროდ, რა მარტივად არის შესაძლებელი უკრაინაში მიმდინარე ომის ნატოს ტერიტორიაზე გავრცელება. რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად პოლონეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენი მიზანი ნატოს აღმოსავლეთი ფლანგის გაძლიერებაა“, – აცხადებს გერმანელი სამხედრო გეორგ სივერსი.

პოლონეთში „პატრიოტის“ სისტემების გადატანა 40 სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი კოლონისა და 150 ჯარისკაცის მონაწილეობის მიმდინარეობს.

თავდაცვის ამ სისტემებს უკრაინის საზღვრის სიახლოვეს, სამხრეთ აღმოსავლეთი პოლონეთში განათავსებენ.

„მოხარულები ვართ, რომ პოლონურ მხარეს თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდაში ვეხმარებით. ამ პროცესში მხოლოდ ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას, ჩართულნი არიან ბრიტანელებიც და ამერიკელებიც. საჭიროა, რომ ნატოს საჰაერო სივრცე კარგად იყოს დაცული“, – მიიჩნევს გეორგ სივერსი..

„პატრიოტის“ ანტისაჰაერო სისტემები უკრაინული ქალაქი ლვივიდან 60 კილომეტრში განთავსდება, პატრიოტის სისტემის მესამე ბატარეა კი პოლონეთში რამდენიმე დღეში ჩავა.

„ეს შიშით გადადგმული ნაბიჯი არ არის, ეს ევროპას ეხება, ომი ჩვენგან არცთუ ისე შორს არის“, – ამბობს გერმანელი სამხედრო ინგრიდ მიშელი.

გერმანელი ჯარისკაცები პოლონეთის ტერიტორიაზე 16 იანვრიდან იმყოფებიან, მათი უპირველესი მიზანი პოლონელი სამხედროებისთვის „პატრიოტის“ სისტემის გამოყენების სწავლებაა.

უახლესი

სხვა ამბები

„პატრიოტის“ თავდაცვის სისტემა„პატრიოტის“ თავდაცვის სისტემა

Send this to a friend