მთავარიმსოფლიოევროპალატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ქვეყნიდან რუსეთის ელჩებს აძევებენ

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ქვეყნიდან რუსეთის ელჩებს აძევებენ

რუსეთსა და ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც ბალტიის სამივე ქვეყანამ განაცხადა, რომ მოსკოვიდან ელჩებს გაიწვევს, ხოლო თავიანთი დედაქალაქებიდან რუსეთის ელჩებს გააძევებს.

რუსეთის ელჩი ლატვიაში მიხაილ ვანინი აცხადებს, რომ ლატვიის დედაქალაქის დატოვება უკრაინაში დაწყებული ომის წლისთავზე მოუწევს. მისი თქმით, ლატვია ამცირებს მათ ქვეყნებს შორის დიპლომატიურ კავშირებს.

ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილება, ლიუტივისა და  ესტონეთის ანალოგიურ გადაწყვეტილებებს მოჰყვა.

რუსეთი ესტონეთის ხელისუფლებას რუსოფობიაში ადანაშაულებს და ესტონეთის ელჩისგან მოსკოვის დატოვებას 7 თებერვლამდე მოითხოვს.

ამასობაში სამხრეთ აფრიკაში მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ეს კონფლიქტი არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ჰიბრიდული ომი, არამედ ეს უფრო რეალურ ომს ჰგავს, რა დროსაც დასავლეთი უკრაინაში მილიარდობით დოლარსა და შეიარაღებას აგზავნის

სამხრეთ აფრიკაში აცხადებენ, რომ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით, ისინი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ, თუმცა მთავარ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება რუსეთის მხარეს იხრება.

სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ნალედი პანდორი მხარეებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend