მთავარისაქართველო„დეკრეტული“ შვებულების ანაზღაურება გაორმაგდა

„დეკრეტული“ შვებულების ანაზღაურება გაორმაგდა

საქართველოში „დეკრეტული“ შვებულების ფულადი დახმარება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა. გადაწყვეტილება დღეს, 23 იანვარს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს, ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებად შვებულებებთან დაკავშირებით, ზემოაღნიშნულ დახმარებასთან ერთად, დამატებითი სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, მის მიერ შვებულებების პერიოდში მისაღები შრომითი გასამრჯელოს სრულ ოდენობამდე შესავსებად მიეცემა დამატებითი ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში”.

განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი: „ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულებისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების, აგრეთვე ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობის განსაზღვრისა და გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ”.

ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარების მიზნით, 20 მილიონი ლარზე მეტი გამოიყოფა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend