მთავარიმსოფლიოუკრაინელი რეჟისორის ფილმი „რკინის პეპლები“ სანდენსის კინოფესტივალზე

უკრაინელი რეჟისორის ფილმი „რკინის პეპლები“ სანდენსის კინოფესტივალზე

„რკინის პეპლები“ – ეს არის პირველი ფილმი, რომელიც უკრაინელმა რეჟისორმა მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ გადაიღო. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ჩამოვარდა 2014 წლის ივლისში აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში, რომელიც იმ დროს პრორუს სეპარატისტებს ჰქონდათ დაკავებული. კატასტროფას 300-ამდე ადამიანი ემსხვერპლა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში სანდენსის ფესტივალზე გამგზავრებმადე რეჟისორი  რომან ლიუბი „ევრონიუსის“ ჟურნალისტს ესაუბრა.

მისი თქმით, ეს ფილმი ბევრ თემას ეხება. აქ საუბარია  არა მხოლოდ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, არამედ მის შედეგებსა და იმაზე, თუ როგორ შეცვალა ამ მოვლენამ მსოფლიო საინფორმაციო და მედიაეკოსისტემა.

რუსულმა პროპაგანდამ თავიდანვე უარყო ინციდენტში მონაწილეობა და დაგმო ეს შეთქმულება. თუმცა დასკვნები იმაზე მეტყველებს, რომ ის რუსული რაკეტა იყო, რომელიც მიზანმიმართულად ან შემთხვევით გაუშვეს და რომელმაც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიმავალი თვითმფრინავი ჩამოაგდო. ეს იყო იმ ომის დანაშაული, რომელიც უკვე დაწყებული იყო.

რომან ლიუბი მიიჩნევს, რომ ამ თემის განხილვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ომი 2022 წელს არ დაწყებულა. მისი თქმით, მანამდე მას ჰიბრიდულ ომს უწოდებდნენ. იმ დროს თეთრი და შავი ერთმანეთში იყო არეული და რთული იყო ამ საკითხზე საუბარი.

ახლა კი სხვა დროა. უკვე მთელმა მსოფლიომ  იცის, სინამდვილეში ვინ არის დამნაშავე.

სანდენსის კინოფესტივალზე მსოფლიო პრემიერის შემდეგ ფილმის ევროპული პრემიერა ბერლინალეს კინოფესტივალზე 16 თებერვალს გაიმართება. პროექტის პროდიუსერია დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ასოციაცია „ბაბილონი 13“, რომელიც მაიდანისა 2013 წლის მოვლენებისა და  „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ შეიქმნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend