მთავარიdraft geoბირმინგემი, ალაბამა - როგორ გარდაქმნა სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობამ ეს ქალაქი

ბირმინგემი, ალაბამა – როგორ გარდაქმნა სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობამ ეს ქალაქი

ამერიკის ალაბამის შტატში მდებარე ქალაქ ბირმინგემში ყოველი კუთხე-კუნჭული  სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობის ისტორიის ამბავს ჰყვება.  ამავე დროს  ქალაქი სავსეა კულტურული და გასართობი ადგილებით.

ფერადკანიანთა სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძარობის დროს ბირმინგემი სისასტიკის მოწმეც გახდა, როდესცა მასობრივი პროტესტი პოლციამ ძალის გამოყენებით ჩაახშო. ამ ამბებს კელი ინგრემის პარკში მოგიყვებიან. ეს ისტორიული ადგილია, რომელშიც სამოქალაქო უფლებების დაცვის მოძრაობისადმი მიძღვნილი უამრავი მონუმენტი დგას და აქ მისული ადამიანი უკეთ გაიგებს ადგილობრივი აფრო-ამერიკელების ბრძოლას ჯიმ კროუს სეგერგაციული წესის წინააღმდეგ. ეს პარკი ბირმიგემის მერმა 1970-იან წლებში დაარსა, მას შემდგე რაც ჰოლოკოსტის შესახებ გამოფენა ნახა და მისი ამბები მოისმინა.

„როდესაც კელი ინგრემის პარკზე ვსაუბრობთ, 1970-იან წლებში უნდა დავბრუნდეთ. იმ დროს ბირმინგემის მერი ჩავიდა ისრაელში, სადაც ჰოლოკოსტის თემაზე გამოფენა აჩვენეს. მან გადაწყვიტა, რომ რადგან შეიძლება საჯაროდ  თქვა რაღაც ისეთი, რაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის, მაშინ ბირმინგემსაც აქვს სათქმელი,“ – განმარტავს  ბარი მაკნილი, ბირმინგემის სამოქალაქო უფლებათა ინსტიტუტის ტურისტული გიდი და ისტორიის ექსპერტი.

მე-16 ქუჩის ბაპტისტური ეკლესია

კელი ინგრემის პარკს რევოლუციისა და შერიგების ადგილს უწოდებენ. რევოლუციის იმიტომ, რომ ამ ადგილზე შეტაკება მოხდა. ათასობით ახალგაზრდა მსვლელობას ამ პარკიდან იწყებდა, სანამ მივიდოდა იმ სასადილოებამდე, მაღაზიებამდე თუ ბიბლიოთეკებამდე, რომლებშიც ფერადკანიანები არ დაიშვებოდნენ რომელიმე თეთრკანიანის თავდებობის გარეშე, ან მერიამდე, რომელშიც ფერდაკანინებს ამომრჩევლებად არ არეგისტრირებდნენ.

ბირმინგემს ამერიკის „იოჰანესბურგს“ უწოდებდნენ იქ არსებული სეგერეგაციის წესების უკიდურესი ფორმის  გამო. ეს ყველაფერი კი 1963 წლის სექტემბერში იმით დაგვირგვინდა, რომ უკიდურესად რასისტულად განწყობილმა თეთრკანიანთა დაჯგუფებამ (ამერიკის გაერთიანებულმა კლანმა)   მეთექვსმეტე ქუჩაზე მდებარე ბაპტისტურ ეკლესიაში ბომბი დადო. ბომბი აფეთქდა და ოთხი პატარა გოგონა ადგილზევე მოკლა, მეხუთე კი ხეიბრად აქცია.

„ეს ენით აღუწერელი ტრაგედია იყო, რომელმაც, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიო შეძრა,“ – ამბობს ბარი მაკნილი.  „მაგრამ ამ ქალაქმა, ასეთი გულისგამგმირავი ამბის მიუხედავად, სცადა, სიძულვილის დაძლევის გზა მოეძებნა, იმ სიძულვილისა, რომელმაც ტრაგედიამდე მიიყვანა და ასე დაიწყო ქალაქის გარდაქმნა. თუკი მსოფლიოს სხვა ხალხებმა რამეში უნდა მიბაძონ ბირმინგემს, ეს არის რწმენა, რომ ცვლილება შესაძლებელია. ბირმინგემის მოსახლეობას სრული საფუძველი ჰქონდა, ეფიქრა, რომ საკუთარი მდგომარეობის შეცვლა არ შეეძლო და მაინც მოახერხა ეს.“

კულტურა, სამზარეულო და მრავალფეროვნება

ბირმინგემის ყოველი კუთხე-კუნჭული რაღაც ისტორიას ჰყვება. მაგრამ  ეს ქალაქი ამავდრიულად ცნობილია სამზარეულოთი, ღამის ცხოვრებითა და გართობით.

„ეს ფარული მარგალიტია,“ – ამბობს  კომიკოსი ჯერმეინ „ფანიმეინ“ ჯონსონი. „აქაურები კარგი ხალხია. გვაქვს კარგი სამზარეულო, კარგი პლაჟები და ბუნება. მეტი რა არის საჭირო?“

ბირმინგემის ერთ-ერთი ახალი ღირსშესანიშნაობაა მიწისქვეშა გადასასვლელი, რომელსაც  City Walk-ი ჰქვია. ეს ადგილი იმიტომ გაკეთდა, რომ ადგილობრივები მოვიდნენ და დაისვენონ. გარდა ამსია, ქალაქში უმარავი რესტორანი, ბარი და გასართობი ცენტრია, რომლებშიც მრავალფეროვნება ჭარბობს.

„თანამედროვე ბირმინგემელების დღევანდელი ყოფა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის დამსახურებაა,“ – ამბობს ჯონი. „ამ მოძრაობამ გზა გაკაფა და აჩვენა, რომ უკეთესია, თუ გაერთიანებული და მრავალფეროვანი საზოგადოება ვიქნებით, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რომელ რასას ეკუთვნი და შეგიძლია, უბრალოდ იმუშაო. შესაძლებლობებს ბოლო არ უჩანს.“

ავტორი: ტიმ გალაგერი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend