მთავარისაქართველოწინანდლის ფესტივალი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსების შესარჩევად მოსმენებს გამართავს

წინანდლის ფესტივალი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის მუსიკოსების შესარჩევად მოსმენებს გამართავს

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლისფესტივალის ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა დამეზობელ ქვეყნებში გამართული მოსმენების შედეგადდაკომპლექტდა.
გასულ წელს ორკესტრმა, რომლისთვისაც 80 ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსიშეირჩა, წინანდალში 4 კონცერტი გამართამსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან დამუსიკოსებთან ერთად.

პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალის ძირითადი სიმფონიური ორკესტრია და მისი მუსიკალური ხელმძღვანელიმსოფლიოში განთქმული მაესტრო ჯანანდრეანოზედაა. მეხუთე, საიუბილეო სეზონი 2023 წლის, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

პანკავკასიური ახალგაზრული ორკესტრის შესარჩევიმოსმენები 7 ქვეყანაში, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქეთი, თურქმენეთი, საქართველო, ჩატარდება. თბილისის სახელმწიფოკონსერვატორიაში მუსიკოსების მოსმენა 30 იანვარსგაიმართება.

მონაწილეობის მიღება 18იდან 28 წლამდე ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის იქნებაშესაძლებელი. შერჩეული მუსიკოსები ფესტივალისდაწყებამდე, ორი კვირის განმავლობაში, რეპეტიციებსწინანდალში გაივლიან მსოფლიოს წამყვანიორკესტრების პედაგოგების ხელმძღვანელობით. ორკესტრანტების მგზავრობას, განთავსებას, კვებასდა სხვა დამატებით ხარჯებს უზრუნველყოფსწინანდლის ფესტივალი.

მოსმენაზე დასარეგისტრირებლად გთხოვთ შეავსოთაპლიკაციის ფორმა: https://pcyo.tsinandalifestival.ge/registration/

2023 წლის პროგრამის სანახავად და დამატებითიინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს:https://tsinandalifestival.ge/pcyo-overview/

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2019 წელსწინანდლის ისტორიული მამულის წიაღშიკომპანიასილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნდა. გამორჩეულისაკონცერტო პროგრამის და კლასიკური მუსიკისსფეროში აღიარებული მუსიკოსების მოწვევის გარდა,ფესტივალის დაარსების იდეა საგანმანათლებლო დასამშვიდობო მიზნებს ემსახურება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend