მთავარიევროპაუკრაინაქალაქ დნიპროში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულდა

ქალაქ დნიპროში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები დასრულდა

ქალაქ დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე,  უკვე  დასრულდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია. რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 45 ადამიანი. უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 19, ხოლო დაშავებულია 79 მოქალაქე.

მიკოლას ქალიშვილი და მისი ოჯახის წევრები ამ საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობდნენ. კატერინა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი თერთმეტი თვის ბავშვი და ქმარი ამ დრომდე არ უპოვიათ.

მიკოლა  უყურებს იმ ადგილს, სადაც ადრე მისი ბინა იყო და სადაც მისი შვილები და შვილიშვილი ცხოვრობდნენ. თუმცა ერთ წამში გაქრა ყველაფერი. იგი წყევლის პუტინსაც და, როგორც თავად უწოდებს, მის ნაძირალა შემსრულებლებსაც.

ყველასთვის გასაოცრად რუსი  საზოგადოების ნაწილმა უკრაინის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა. მათ მოსკოვში იმპროვიზებულ მემორიალთან პატივი მიაგეს სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას. მოქალაქეებმა ყვავილები და სათამაშოები მიიტანეს ცნობილი უკრაინელი მწერლის მონუმენტთან. მათ ასევე თან ჰქონდათ განადგურებული საცხოვრებელი კორპუსის ფოტო, წარწერით: „დნიპრო 14.01.2023“. კრემლი კვლავინდებურად უარყოფს საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას.

ბრიუსელში კი ევროკავშირის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები შეიკრიბნენ, რათა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ეკონომიკური და ფინანსური გავლენა განეხილათ.

ამავდროულად, ევროპარლამენტარები განიხილავენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნის საკითხს. ტრიბუნალზე რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომისთვის გაასამართლებენ. რეზოლუციასთან დაკავშირებული კენჭისყრა 19 იანვარს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend