“საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, “B“ და„BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი საქართველოში 26 აპრილიდან ორეტაპიანი გახდა.
პირველი ეტაპი კვლავ დახურულ მოედანზე ტარდება, ხოლო მეორე ეტაპი – რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში.
რას ისახავდა ცვლილება მიზნად და როგორია მისი შედეგები ამ ეტაპისთვის- “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ისაუბრა.