ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი გერმანიას მოუწოდებს, უკრაინას გადასცეს „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები. ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას გაუგზავნის ლეოპარდის ტიპის 14 და „ჩელენჯერის“ ტიპის 2 ტანკს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დასავლური ქვეყანა უკრაინას საკუთარ მძიმე შეიარაღებას გადასცემს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დიდ ბრიტანეთს და კოალიციის ყველა წევრს უფრო მეტი ძალისხმევისკენ მოუწოდა, რათა დაიცვან უკრაინა და ქვეყნის თავისუფლება.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ყველამ იცის, რაც მოხდა დნიპროში. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ომში უპირატესობა მოიპოვოს. ზელენსკი ასევე დასძენს, რომ აშკარაა, რომ ფრონტზე საომარი მოქმედებები მოითხოვს ახალ გადაწყვეტილებებს თავდაცვის საშუალებების მიწოდებასთან დაკავშირებით – ეს ყველაფერი კი მისი თქმით, ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პარტნიორების ძალისხმევის კოორდინაცია უკრაინისა და თავისუფლების დასაცავად
დაახლოებით 100 უკრაინელი ჯარისკაცი ოკლაჰომაში, ფორტ სილში, ჩავიდა, ისინი „პატრიოტის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებას შეისწავლიან, რითაც კიევი შეძლებს რუსული სარაკეტო იერიშებისგან თავის დაცვას.
მოხალისეებმა შვიდი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი და 5 წლის გოგო, პარასკოვიივკიდან გამოიყვანეს.
სოფელი სოლდერიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. მოხალისეები ძირითადად ღამით გადაადგილდებიან, როგორც ცნობილია, სოფელსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს უფრო ხშირად დღისით ბომბავენ.