მთავარიევროპაუკრაინასარაკეტო იერიშს დნიპროში მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

სარაკეტო იერიშს დნიპროში მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ქალაქ დნიპროზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად 30 – მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მაშველები ამ დრომდე ცდილობენ საცხოვრებელი შენობის ნანგრევებიდან დაჭრილი და დაღუპული ადამიანების ამოყვანას, ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა.

30 სექტემბერს ქალაქ ზაპოროჟიეზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ ეს ყველაზე დიდი მსხვერპლის მომტანი დარტყმაა იყო.

კრემლში სარაკეტო იერიშს ადასტურებენ, მაგრამ არაფერს ამბობენ დნიპროში სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი შენობის შესახებ, მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას მუდამ უარყოფს.

რუსული დარტყმის შედეგად დანგრეულ შენობაში 1700 ადამიანი ცხოვრობდა, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დაჭრილია 73 ადამიანი, 39 მათგანი კი შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, 43 ადამიანის პოვნა კი ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ზოგი მაცხოვრებელი შემთხვევის ადგილზე პირადი ნივთების პოვნის იმედით დაბრუნდა, ირინა ფედორჩენკო სახლში შვილთან ერთად იყო როდესაც შენობას რუსული რაკეტა დაეცა.

„აფეთქება დიდ ხანს გაგრძელდა, ჩვენ ასე მოგვეჩვენა. მე და ჩემი შვილი ისე ვყვიროდით, რომ ხმა დავკარგეთ, აფეთქებიდან 5 წუთში მოძრაობის თავიც აღარ გვქონდა. იმედია, რომ ჩვენი დასავლელი მოკავშირეები დაგვეხმარებიან, მოგვცემენ სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის საშუალებას, აქ გარშემო სამხედრო დანიშნულების არაფერია, გაუგებარია რატო დაგვბომბეს“, – ამბობს ადგილობრივი ირინა ფედორჩენკო.

ბევრი მოქალაქე მაშველებს ნანგრევების დასუფთავებაში ეხმარება, სხვებს კი საკვები და სასმელი წყალი მოაქვთ, ასევე თბილი სამოსი მათთვის ვინც ყველაფერი დაკარგა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend