2023 წლის ბოლოდან, ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის წესები იცვლება – შენგენის ზონის ქვეყნებში ჩასასვლელად სპეციალური ელექტრონული ფორმის შევსება იქნება აუცილებელი.
მოგზაურობის მსურველებმა ვიზისაგან გათავისუფლებული 60-ზე მეტი ქვეყნიდან განაცხადი გამგზავრებამდე წინასწარ, ელექტრონულად უნდა შეავსონ და 7 ევრო გადაიხადონ. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც. სისტემის ამოქმედების მიზანი ევროპაში უსაფრთხო მოგზაურობაა.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ახალი სისტემის შესახებ სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გოგიტა ღვედაშვილმა ისაუბრა.