მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიფინანსური განათლება - ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი, მაია მარქარაშვილი

ფინანსური განათლება – ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსი, მაია მარქარაშვილი

საქართველოს მოსახლეობის თითქმის 67% აქტიური დამზოგველია, თუმცა, მათგან მხოლოდ 33.1% ისახავს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს – ეს ინფორმაცია ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების სტრატეგიაში წერია.

ამავე დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ ფორმალური სისტემებისადმი ნდობა ნაკლებია, რადგან აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აქვს დანაზოგი საბანკო დეპოზიტზე (11%) და დიდი ნაწილი დანაზოგს სახლში, ნაღდი ფულის სახით ინახავს ან ოჯახის წევრებს ანდობს შესანახად.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (55%) აღნიშნა, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში, მათ ჰქონიათ შემთხვევა, როცა მათ შემოსავალზე მეტი ხარჯი ჰქონდათ. ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების განყოფილების უფროსმა, მაია მარქარაშვილმა ისაუბრა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend