მთავარიამბებიბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

ბუბა კიკაბიძის გარდაცვალებას ადგილობრივი და საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

ქართველი მსახიობი და მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში მომხმარებლები სამძიმარს უცხადებენ ოჯახს და იხსენებენ კიკაბიძის მოღვაწეობიდან ეპიზოდებს, ხოლო პოლიტიკური ლიდერები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სამძიმრის წერილებს ავრცელებენ.

მწუხარებას გამოთქვამს ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო უკრაინის პრეზიდენტი ვოლიდიმირ ზელენსკი.

„ვახტანგ კიკაბიძე. მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. დიადი ხალხის დიადი ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა დიდ პატივს ვცემდით. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და სამძიმარი მის ახლობლებს”, – წერს ზელენსკი და კიკაბიძესთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.

ბუბა კიკაბიძის

ასევე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. “ვახტანგი იყო უკრაინის დიდი მეგობარი, მშვიდობით განისვენე სინათლის ადამიანო”.

 

სამძიმრის წერილებს აგზავნიან ასევე საქართველოს მეზობელი ქვეყნები სომხეთი და აზერბაიჯანი.

ნიკოლ ფაშინიანი: ვუსამძიმრებ ვახტანგ კიკაბიძის ოჯახს, მის ახლობლებს და მეგობარ ქართველ ხალხს. კიკაბიძის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში და ცალსახად განასახიერებს აგრეთვე სომეხი და ქართველი ხალხების მეგობრობას“.

ილჰამ ალიევი: ვახტანგ კიკაბიძის სახელი სამუდამოდ არის ამოტვიფრული საბჭოთა და ქართული კულტურის ისტორიაში. ვახტანგ კიკაბიძე მთელი ეპოქის სიმბოლოდ იქცა თავისი მრავალმხრივი ნიჭის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ხელოვნებაში შემოტანილი ახალი და უნიკალური ატმოსფეროს წყალობით. კინოში მის მიერ შესრულებული დაუვიწყარი გმირები, ორიგინალურად შესრულებული სიმღერები რამდენიმე თაობის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო. მისი შემოქმედება ყოველთვის უყვარდა აზერბაიჯანელ ხალხს, მის პიროვნებას დიდ პატივს სცემდა და აღფრთოვანებული იყო. მან ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში. გამოჩენილი ხელოვანის და გულწრფელი ადამიანის ვახტანგ კიკაბიძის ძვირფასი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში.”

სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. “მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის – მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.”

ბუბა კიკაბიძის

ასევე გაემოეხმაურა მსახიობის გარდაცვალებას თბილისის მერი კახა კალაძე. “ვწუხვარ ცნობილი ქართველი კინომსახიობის, სცენარისტის, ყველასთვის საყვარელი საესტრადო მომღერლის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.დიდია ბუბა კიკაბიძის დამსახურება კინემატოგრაფიაში, ქართული საესტრადო მუსიკის განვითარებაში. იგი იყო არაერთი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი, თუმცა მთავარი ის დიდი სიყვარულია, რაც მაყურებელს და მსმენელს დაუტოვა.
ვიზიარებ ბუბა კიკაბიძის ოჯახის, მისი მეგობრების, ქართული კულტურის წარმომადგენელთა გულისტკივილს”.

ბუბა კიკაბიძის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც ოფიციალურ ფეისბუკზე გამოხატავს მწუხარებას მსახიობის გარდაცვალების გამო. საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის, ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს. თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend