მთავარიამბები200-მდე უკრაინელი ესპანეთში სამხედრო მომზადებას გაივლის

200-მდე უკრაინელი ესპანეთში სამხედრო მომზადებას გაივლის

უკრაინელთა შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება აქამდე არასდროს მიუღიათ

200-მდე უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ესპანეთში სამხედრო მომზადება გაივლის. უკრაინელთა შორის უმეტესობა სამოქალაქო პირია, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება არ აქვთ.

ესპანეთის მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამები კი საბაზისო წვრთნებს, მიზანში სროლას, ასაფეთქებელი მოწყობილობების განაღმვასა და სხვა ისეთი სამხედრო საკითხების სწავლას მოიცავს, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოადგებათ.

200-მდე უკრაინელს მადრიდში ტორეხონის საჰაერო ბაზაზე, ესპანეთის თავდაცვის მინისტრი, მარგარიტა რობლესი დახვდა.

პირველი დეკემბრის შემდეგ უკრაინელები უკვე მეორედ ჩადიან ესპანეთში სამხედრო მომზადების მოდულის გასავლელად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend