90-იანი წლების სამოდელო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, სუპერმოდელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტატიანა პატიცი 1966 წლის 25 მარტს გერმანიაში დაიბადა. მან სამოდელო კარიერა 80-იან წლებში დაიწყო და განსაკუთრებულ წარმატებას 90-იან წლებში – სუპერმოდელების ეპოქად აღიარებულ პერიოდში მიაღწია.
პატიცი მონაწილეობდა მოდის ინდუსტრიის წამყვანი დიზაინერების ჩვენებებში, მისი ფოტოები კი დაიბეჭდა ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანზე, როგორებიცაა Vogue, Elle და Harper’s Bazaar.