მთავარიამერიკააშშსტიქია კალიფორნიაში: მილიონობოთ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სტიქია კალიფორნიაში: მილიონობოთ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება

მიწაში ჩაფლული ავტომობილები და დატბორილი დასახლებები – ასეთი სურათია კალიფორნიაში, სადაც მილიონობით ადამიანს მძიმე მეტეოროლგიური პირობების გამო ჯერ კიდევ არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ათასობით ადამიანს ევაკუაციას შესახებ შეტყობინება გაეგზავნა.

კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ სტიქია ჯერ არ დასრულებულა და მომავალ კვირაშიც მოსალოდნელია შტორმები და წყალდიდობა შტატის სხვადასხვა ნაწილში.

გევინ ნიუსომის თქმით,  გასულ თვეს დაწყებულ შტორმებს 17 ადამიანი ემსხვერპლა. ასევე  მეხის ჩამოვარდნისა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა ორი ადამიანი.

ორშაბათს დაწყებული ქარიშხლის შედეგად ცენტრალურ და სამხრეთ კალიფორნიაში უხვი ნალექი იყო, ზოგიერთ ადგილას თოვლიც კი მოვიდა.

კლდეების ჩამოშლისა და ღვარცოფების გამო გზები ჩაიკეტა, დაიტბორა მაგისტრალები. ადიდებული მდინარეების გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია გახდა აუცილებელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend