კომპანია „მეტას“ სამეთვალყურეო საბჭომ დაასკვნა, რომ „ფეისბუკის“ ადმინისტრაციამ არ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება, როდესაც პლატფორმიდან ირანის სულიერი ლიდერის ალი ხამენეის საწინააღმდეგო ლოზუნგების წაშლა დაიწყო.
Today the Board overturned Meta’s original decision to remove a post containing the slogan “marg bar Khamenei” which literally translates as “death to Khamenei.”
The Board recommends that Meta permit the general use of the slogan on its platforms during protests in #Iran.
— Oversight Board (@OversightBoard) January 9, 2023
ირანში პროტესტის გამოხატვის ზოგიერთი ფორმა „მეტას“ პლატფორმა „ფეისბუკმა“ წესების დარღვევად მიაჩნია, მათ შორის არის ლოზუნგი “მარგ ბარ ხამენეი“, რაც პირდაპირი თარგმანით ნიშნავს – „სიკვდილი ხამენეის“.
ამ საკითხს გასული წლიდან მოყოლებული განიხილავდა „ფეისბუკის“ სამეთვალყურეო საბჭო, რომელმაც დაასკვნა, რომ ეს ფრაზა ხშირად გამოიყენება ხამენეის მიმართ კრიტიკულ რიტორიკაში და კონტექსტში იგულისხმება როგორც „გადადგეს ხამენეი“ და არ წარმოადგენს პირდაპირ ძალადობრივ მოწოდებას.
სამეთვალყურეო საბჭო დასკვნის დოკუმენტში აღნიშნავს, რომ ამ გზით „მეტა“ ბლოკავს პოლიტიკური დისკუსიის საშუალებას პლატფორმაზე და არ ითვალისწინებს ადგილობრივ სიტუაციასა და ენის სპეციფიკას.
საბჭო მოუწოდებს „ფეისბუკის“ მოდერატორებს, რომ გაითვალისწინონ, თუ როდის დაიწერა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლობის მიმართ მუქარის შემცველი რიტორიკა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც პროტესტი მკაცრად იზღუდება.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ინტერნეტში ანონიმურად გავრცელდა ცნობა, რომ „მეტამ“ დროებით მისცა ზოგიერთ ქვეყანას საშუალება, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ ძალადობის მოწოდების შემცველი სტატუსების გამოექვეყნებინა, მათ შორის ქართველ მომხმარებლებსაც, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება გაუქმდა.