მთავარიევროპაუკრაინა„სოლედარში ურთულესი ვითარებაა, თითქმის ყველაფერი განადგურებულია“ - ზელენსკი

„სოლედარში ურთულესი ვითარებაა, თითქმის ყველაფერი განადგურებულია“ – ზელენსკი

უკრაინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აძლიერებენ სამხედრო ძალებს ბახმუტის გარშემო და აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში, ამავდროულად, იგერიებენ რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მუდმივ შეტევებს.

კიევმა ასევე დამატებითი ძალები გაგზავნა ბახმუტთან მდებარე  პატარა დასახლება სოლედარში,  სადაც ვითარება განსაკუთრებით მძიმეა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის ყველა ჯარისკაცს, რომლებიც ბახმუტსა და სოლედარს იცავენ და იგერიებენ მტრის განახლებულ და სასტიკ შეტევებს. სოლედარში ურთულესი ვითარებაა, თითქმის ყველაფერი განადგურებულია,  თუმცა, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით მათ სოლედარში გარკვეული დროც მოიგეს და ძალებიც მოიკრიბეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავდაუზოგავად მუშაობს,  რათა პარტნიორების მიერ შეპირებული სამხედრო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად ჩავიდეს უკრაინაში.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, კრამატორსკში რაკეტა გზაზე ჩამოვარდა, რასაც მანქანაში მსხდომი ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუსული მხარე, რომელიც თავდაპირველად უკრაინის ნაციონალისტებისგან გათავისუფლებას ისახავდა მიზნად, ახლა აცხადებს, რომ ისინი თავიანთი უსაფრთხოებისთვის ებრძვიან  დასავლურ საფრთხეს.

ომის დაწყებიდან კიევმა და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა მოსკოვს არაერთი სანქცია დაუწესეს. უკრაინას შეიარაღებაც გადაეცემა, რომ თავი დაიცვას ამ არაპროვოცირებული ინტერვენციისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend