მთავარიამერიკამექსიკაჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტის წინ მეხიკოში საპროტესტო აქციები გაიმართა

ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტის წინ მეხიკოში საპროტესტო აქციები გაიმართა

მექსიკის პრეზიდენტის ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის მოწინააღმდეგეებმა  ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერთა სამიტის წინ საპროტესტო აქციები გამართეს ქალაქ მეხიკოში. დემონსტრანტები შეიკრიბნენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის საელჩოებთანაც.

მექსიკის ანტისამთავრობო საპროტესტო ჯგუფის დამფუძნებელი, ჟილბერტუ ლოსანო, ამბობს, რომ მექსიკის პრეზიდენტი დემოკრატიის, თავისუფლებისა და სიმართლის მტერია. მისი თქმით, მექსიკაში ახლა სამოქალაქო ომია, რადგან დაღუპულია 120 000 ადამიანი, 40 000-ზე მეტი მოქალაქე კი გაუჩინარებულია.

მოლაპარაკება ჩრდილოეთ ამერიკის ლიდერებს შორის ორშაბათსა და სამშაბათს გაიმართება.  ისინი განიხილავენ როგორც ლეგალურ,  ისე უკანონო მიგრაციისა და  უსაფრთხოების საკითხებს. დემონსტრაციებს 2019 წელს დაღუპული ორმაგი მოქალაქეობის მქონე მექსიკელების ნათესავი ბრაიან ლებარონიც შეუერთდა.

აქციის მონაწილეებს  სურთ, რომ  მექსიკაში გამართულ სამიტზე პრეზიდენტებმა ლოპეს-ობრადორმა და ბაიდენმა ამ მოლაპარაკებების დროს ყურადღება  უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილონ. მისი თქმით,  განსახილველი საკითხი ბევრია, თუმცა მექსიკაში ახლა რთული მდგომარეობაა ძალადობის თვალსაზრისით. ბრაინ ლებარონი ამბობს, რომ  წელიწადში მკვლელობის დაახლოებით 35000 შემთხვევა ხდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend