მთავარიევროპარუსეთი„ვაგნერის" დაჯგუფება

„ვაგნერის” დაჯგუფება

„ვაგნერის“ მეთაური ევგენი პროგოჟინი დაჯგუფების რიგების შესავსებად რუსულ პენიტენციურ სამსახურში მოხალისეებს ეძებს.

სხვადასხვა წყაროების თანახმად, „ვაგნერის“ რიგებში ამ ეტაპზე 40 ათასამდე პატიმარი იბრძვის.

„დაკისრებული ვალდებულება შესრულებულია, თქვენ გამოიჩინეთ სიმამაცე და ღირსება. თქვენ პირველი ნაკადი ხართ, პირველი და თქვენ წარმატებით შეასრულეთ ნაკისრი ვალდებულებები“, – მიმართავს ევგენი პრიგოჟინი „ვაგნერის“ წევრებს.

პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ ბევრი მებრძოლი დაიღუპა და ის რუსულ საზოგადოებას ვეტერანების პატივისცემით მოპყრობისკენ მოუწოდებს.

ვაგნერის მეთაურმა დაჯგუფების წევრებს რჩევებიც მისცა:

„ბევრი არ დალიოთ, ნარკოტიკები არ მოიხმაროთ, ქალები არ გააუპატიუროთ. პოლიცია კი პატივისცემით მოგეპყრობათ

დონბასში მდებარე ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლაში ოკუპანტების მხრიდან წამყვან როლს სწორედ „ვაგნერის“ დაჯგუფება ასრულებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend