მთავარიკუბიჯო ბაიდენი: ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებით პუტინი ცდილობს ამოისუნთქოს

ჯო ბაიდენი: ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებით პუტინი ცდილობს ამოისუნთქოს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, მართლმადიდებლურ შობის დღესასწაულზე ცეცხლის შეწყვეტის შემოთავაზებით, პუტინს სურს დროს გაწელვა და სამხედროების გადაჯგუფება.

ბაიდენი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი მზად იყო დაებომბა საავადმყოფოები, ეკლესიები და საბავშვო ბაღები 25 დეკემბერს და ასევე ახალ წელს.

ამერიკის ლიდერთან, ევროკავშირთან და უკრაინასთან ერთად, პუტინის ინიციატივა გააკრიტიკა დიდი ბრტიანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც ჯეიმ კლევერლიმ.

ის ტვიტერზე წერს, რომ 36-საათიანი პაუზა არაფერს მოიტანს მშვიდობის დასამყარებლად. “რუსეთმა საბოლოოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაასრულოს ბარბაროსული დარტყმები მშვიდობიან მოქალაქეებზე”.

 

პუტინის ინიციატივა დაიწუნეს ე.წ. ზეტ-არხებმა ტელეგრამზე, რომლებიც რუსთის ხელისუფლებას უფრო მეტი სისასტიკისკენ მოუწოდებენ.

ერთ-ერთი პროკრემლისტური არხი “რიბარი” წერს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შობაზე ლამაზი და პოლიტიკური ჟესტია, თუმცა საერთო სამხედრო კონტექსტით არაფერს ნიშნავს.

“ზეტ არხებზე” მიიჩნევენ, რომ პუტინის ამ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერთდოღანის ზარმა, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პროკრემლისტური არხები წერენ, რომ ამ ინიციატიავას რეალურად არ გაითვალისწინებენ რუსი სამხედროები, ისევე როგორც უკრაინელები, რომლებზეც “მსგავსი ფოკუსები არ მუშაობს”, წერს ერთ-ერთი პროკრემლისტური არხი.

ცეცხლის შეწყვეტაზე წერს ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტიც. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ პუტინის ეს ინიციატივა არის სავარაუდოდ საინფორმაციო ოპერაცია, რომლის მიზანია მიაყენოს ზიანი უკრაინის რეპუტაციას. პუტინი არ ელის, რომ უკრაინა დათანხმდება შემოთავაზებას და ამ გზით უკრაინას აგრესიის მხარდამჭერად წარმოაჩენს.

ანალიტიკოსების თქმთ, ცეცხლის შეწყვეტა ითხოვს დროს და კარგ ორაგანიზებას.

14 დეკემბერს პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობდა, რომ რუსეთი არ პირებს ცეცხლის შეწყვეტას მართლმადიდებლურ შობაზე, ამიტომ პუტინის ეს განცხადება კიდევ უფრო მოულოდნელია.

ექსპერტების თქმით, აქამდე არ ჩანდა იმის ნიშნები, რომ რუსეთის არმია ემზადება ცეცხლის შეწყვეტისთვის და წინა დღეს ამის გამოცხადებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მართლა შეაჩერებს სროლას რუსული მხარე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend