მთავარიაზიაჩინეთიჩინეთი მოგზაურებისთვის დაწესებულ კოვიდშეზღუდვებს ამსუბუქებს

ჩინეთი მოგზაურებისთვის დაწესებულ კოვიდშეზღუდვებს ამსუბუქებს

ჩინეთი ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს COVID-19-ის გავრცელების ახალი ტალღის შესაძლებლობა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მკაცრი შეზღუდვები ყველა მიმართულებით შეამსუბუქოს, ან საერთოდ გააუქმოს. 6 იანვრის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ 3 წლის წინ დაწესებული შეზღუდვები გააუქმა უცხო ქვეყნის მოგზაურებს.

ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ ქსუ ჩენგვაგმა, მოგზაურთა სტატისტიკა შეაჯამა და ბოლო სამი წლის განმავლობაში არსებული სამგზავრო მოთხოვნების ზრდაზე ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ინფექციის მართვის “B კლასის“ შეზღუდვები შემსუბუქდა, რეგიონთაშორისო მგზავრობა სწრაფად გაიზარდა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, პანდემიის შეზღუდვების გამო დაგროვილი სამოგზაურო საჭიროებები უნდა დაკმაყოფილდეს. შეზღუდვები მოიხსნება როგორც შიდა გადაადგილებების, ისე უცხოელი მოგზაურებისთვის. ბრძანება ძალაში 8 იანვრიდან შევა. ამის მიუხედავად, მთავრობა ყურადღებით დააკვირდა ვირუსის გავრცელების მხრივ მიმდინარე ვითარებას და სიტუაციის შესაბამისად მიიღებს ზომებს.

შეზღუდვების მოხსნა და შემსუბუქება ძირითადად ჩინური ახალი წლის პერიოდს დავუკავშირეთ, რადგან მოსახლეობას მიეცეს საშუალება საკუთარი ნათესავები მოინახულონ. სატრანსპორტო გადაზიდვები სრული დატვირთვით ამოქმედდება“,- განაცხადა ჩენგვაგმა.

ჩინეთში სხვადასხვა დონის შეზღუდვების მოხსნა ან შემსუბუქება, უპრეცედენტო საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გადაწყდა. ამან კი, კოვიდინფიცირების შემთხვევის ზრდა განაპირობა. ინფექციის გავრცელების მატების გამო, გუშინ, საბერძნეთი, გერმანია და შვედეთი ათზე მეტ იმ ქვეყანას შეუერთდნენ, რომელიც ჩინეთიდან ჩასული მგზავრებისთვის კოვიდტესტის ჩატარებას ითხოვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემები ვირუსის გავრცელების ნამდვილ მასშტაბს არ ასახავს.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend