მთავარიამერიკააშშაშშ-ში წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ვერ შეძლო

აშშ-ში წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ვერ შეძლო

სამი დღის განმავლობაში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მაინც ვერ აირჩია სპიკერი.

რესპუბლიკელების კანდიდატმა საჭირო ხმების მოგროვება კვლავ ვერ მოახერხა. კევინ მაკ-კარტს გამარჯვებისთვის 20 კონგრესმენის ხმა  სჭირდება. იგი მზად არის, დათმობაზეც წავიდეს.

ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა მოსალოდნელზე ნაკლები მანდატი მოიპოვეს წარმომადგენელთა პალატაში და, შესაბამისად, ისინი სუსტი უმრავლესობით არიან წარმოდგენილი.

პალატაში 222 რესპუბლიკელი და 212 დემოკრატია. კევინ მაკ-კარტის სპიკერად ასარჩევად 218 ხმა არის საჭირო.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატა დღეს, 6 იანვარს ისევ შეიკრიბება.

სპიკერის არჩევამდე პალატის წარმომადგენლები ფიცს ვერ დადებენ.  შესაბამისად, კონგრესის ქვედა პალატაც ვერ შეძლებს ფუნქციონირებას.

საზოგადოებას აინტერესებს, როგორ შეძლებენ კანონმდებლები, მიაღწიონ  შეთანხმებას ისეთ ძირითად და საჭირბოროტო საკითხებზე,  როგორებიცაა მთავრობის დაფინანსება, ეროვნული ვალის ზღვრის გაზრდა თუ სხვადასხვა საგამოძიებო პროცესი, რომელთა გამართვაც კონგრესში განიხილება.

კევინ მაკ-კარტი აპირებს, კვლავ იყაროს კენჭი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend