აღმოსავლეთი უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. უკრაინული არმია თავდაცვით სამხედრო ღონისძიებებს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით აწარმოებს, მათ შორის ჩრდილოეთი უკრაინაში, ბელარუსის სახელმწიფო საზღვარზე.
უკრაინა და ბელარუსის სახელმწიფო საზღვარი 1000 კილომეტრზეა გადაჭიმული.
უკრაინელი ჯარისკაცები ეჭვობენ, რომ რუსული არმია მათ ბელარუსის ტერიტორიიდან კიდევ ერთხელ შეუტევს.
„ჩრდილოეთის მიმართულება მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ გზით ჩვენ შესაძლოა, რუსულ ბელარუსული გაერთიანებული ძალების შეჩერება მოგვიწიოს. ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე თავდასხმისთვის ახლაც იყენებენ“, – მიიჩნევს უკრაინელი სამხედრო ოლექსანდრ მაისტრუკი.
მეასე ბრიგადა, რომელიც ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთს იცავს, ძირითადად მოხალისეებისგან შედგება, მათ უმრავლესობას სამხედრო გამოცდილება რუსულ ინტერვენციამდე არ ჰქონია.
მეასე ბრიგადა ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრის 200 კილომეტრიან მონაკვეთს იცავს, ეს მონაკვეთი სავსეა ანტისატანკო და სხვა სახის თავდაცვითი ზღუდეებით.
„ამ მიდამოებში ჩვენ მოწინააღმდეგეზე უკეთესი განლაგება გვაქვს, ვაკონტროლებთ გზაჯვარედინებსაც, ჩვენ საკმარისად გვაქვს ტყვიამფრქვევები და სხვადასხვა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობები“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო ვასილი სიდორჩუკი.
მეასე ბრიგადის სანგრებიდან არცთუ ისე შორს არის სოფელი სახელად ვეტლი. მოსახლეობა არსებული საფრთხის მიუხედავად არ აპირებს მშობლიური მხარის დატოვებას.
„მე არსად ვაპირებ წასვლას, არ მსურს სახლიდან გაქცევა. სად წავიდე? 75 წლის ვარ და ვერავინ მაიძულებს სამშობლოს მიტოვებას. იმედი მაქვს, მტერი მოკვდება, მათ ღმერთი მოსპობს“, – ნადია ანდრეევა.
ადგილობრივებმა იციან ბუჩაში დატრიალებული ტრაგედიის შესახებაც.
„ბუჩას შემდეგ, მას შემდეგ რაც მათ ბუჩაში ჩაიდინეს, რამდენჯერმე ვიფიქრე ხომ არ სჯობს, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად დავიღუპო, არ მსურს იგივე მომივიდეს, რაც ბუჩაში ჩაიდინეს ამ ურჩხულებმა“, – სვეტლანა ნესტერუკი.
ადგილობრივ მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მშვიდობა მალე დამყარდება.