მთავარიევროპაუკრაინაზელენსკი უკრაინელებს რუსეთის მოსალოდნელი შეტევის შესახებ აფრთხილებს

ზელენსკი უკრაინელებს რუსეთის მოსალოდნელი შეტევის შესახებ აფრთხილებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ ახალი წლის ღამეს მაკიივკაში უკრაინელთა თავდასხმის შედეგად 89 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, თუმცა კიევში აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

ეს ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი დარტყმაა. კრემლის ქმედებებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. რუსეთში ფიქრობენ, რომ  ხელისუფლება ომში არასწორ ტაქტიკას იყენებს.

თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენესკიმ უკრაინელები გააფრთხილა, რომ რუსეთი უკან არ დაიხევს. მისი თქმით,  კრემლის ამჟამინდელი მმართველები ყველასა და ყველაფერს გამოიყენებენ, რომ მიმდინარე ომში თავად აიღონ სადავეები. უკრაინელები ემზადებიან, რომ რუსეთს გეგმები ჩაუშალონ. პრეზიდენტის მიზანი ტერორისტების დამარცხებაა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კი ავრცელებს  ბრძოლის ამსახველ კადრებს, რომლებშიც ჩანს, როგორ ესხმიან თავს დონეცკის რეგიონს, დრუჟკივკასა და კრამატორსკს.

რუსეთის თავდაცვის სამინიტროს სპიკერმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს 120 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

მათი მტკიცებით, ასევე განადგურებულია ორი ერთეული „ჰაიმარსის“ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend