მთავარიაზიატაივანიNATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ტაივანში ჩავიდა

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ტაივანში ჩავიდა

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ტაივანში ქვეყნის პრეზიდენტს ცაი ინგ-ვენგს შეხვდა.

საუბრის ძირითადად თემას წარმოადგენდა მსოფლიოში ავტორიტარიზმის შემცირებისთვის საერთო თანამშრომლობის საჭიროება და ტაივანისთვის, ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეები. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ცივილიზებული სამყაროს გაერთიანება ამ მიზნისთვის აუცილებელია.

„გლობალური დემოკრატიის დაცვაში, ტაივანი ფრონტის წინა ხაზზე დგას. ავტორიტარიზმის გაფართოების პირობებში, მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ უსაფრთხოების ზომები. გასულ კვირას, ტაივანში გამოვაცხადეთ ახალი გეგმის შესახებ, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველ დაცვას. ამისთვის, მოკავშირეებთან თანამშრომლობა და აქტიური კავშირი აუცილებელია, რათა დავიცვათ მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა ინდო-წყნარ ოკეანეში“, – თქვა ცაი ინგ-ვენგმა.

ანდერს ფოგ რასმუსენმა, რომელიც ასევე “დემოკრატიების ალიანსის ფონდის” დამფუძნებელი და დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრია, აღნიშნა, რომ ფონდის მიზანია იმუშაოს მსოფლიოს დემოკრატიებს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად.

„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ბრძოლა ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და ამისთვის, ჩვენი ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვანია. ფონდის მიზანია იმუშაოს მსოფლიოს დემოკრატიებს შორის, რათა ყველა გამოწვევა იყოს იდენტიფიცირებული და შემდგომ დაძლეული. დღეს, მსოფლიოს დემოკრატიები გლობალური ეკონომიკის 60%-ს წარმოადგენენ. ეს დიდი ძალაა და ერთად მუშაობით, შეგვიძლია დავძლიოთ  ყველა ქვეყნის ავტოკრატია, მათ შორის ჩინეთის“, – განაცხადა რასმუსენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend