მთავარიგადაცემებიReview Newsროგორ შეცვალა უკრაინის ომმა ევროპა

როგორ შეცვალა უკრაინის ომმა ევროპა

ომის დაწყების დღიდან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განუწყვეტლივ ითხოვდა დახმარებას. მან ევროპის თითქმის ყველა პარლამენტს მიმართა მხურვალე სიტყვით, რათა რუსეთის წინააღმდეგ მოკავშირეები შეეძინა.

მისი სიტყვები იმდენად გულისამაჩუყებელი იყო, რომ  მისი თარჯიმანი  ევროპარლამენტში თარგმნის დროს ზოგჯერ ცრემლებს ვეღარ იკავებდა.

უკრაინაში მეორე მსოფლიოს ომის მერე არნახული მასშტაბის ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც ევროპაზეც ახდენს გავლენას.   უკრაინა  თავდადებით იბრძვის და არ ემორჩილება რუსეთის ნებას. ევროპამ პასუხად  ტაბუ დაარღვია და პირდაპირ უგზავნის იარაღს უკრაინას.

„პირველად თავის ისტორიაში ევროკავშირი დააფინანსებს იარაღისა და სხვა  მოწყობილობის შესყიდვასა და გადაგზავნას  ქვეყანაში, რომელსაც თავს დაესხნენ. ეს გარდამტეხი  მომენტია,“ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რის თავიდან აცილებასაც პრეზიდენტი პუტინი ასე თავგამოდებით ცდილობდა, რეალობად იქცა. ათწლეულების განმავლობაში ნეიტრალური ქვეყნები ფინეთი და შვედეთი ნატოს სამხედრო ალიანსში აპირებენ შესვლას.

იენს სტოლტენბერგი,  ნატოს გენერალური მდივანი:

„გულთბილად მივესალმები ფინეთისა და შვედეთის თხოვნას ნატოში შემოსვლის თაობაზე“.

თუმცა ევროპაშიც არ არის ყველაფერი რიგზე. ომი რუსეთზე ყოველგვარი დამოკდიებულების დასრულებას ნიშნავს – დაწყებული ენერგეტიკით.

ზამთრისთვის  ბუნებრივი აირის მარაგი შეივსო, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ნელ-ნელა  გაზსადენი გადაკეტა. თუმცა ენერგორესურსებზე ფასები მკვეთრად გაიზარდა, რასაც მთელ ევროპაში საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა. ბრიუსელმა  დახმარებისა და ცვლილებების პირობა დადო.

ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი:

„ჩვენ, ევროკომისია, გადაუდებელ დახმარებასა და ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურულ რეფორმებზე ვმუშაობთ“.

სანამ ევროპა რუსული ენერგორესურსების ჩანაცვლებას ცდილობს, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ რადიკალურად შეცვალა კლიმატის მიმართ აღებული ვალდებულებები და, მაგალითად, ისევ ქვანახშირის წვაზე გადავიდა. კრიტიკამაც არ დააყოვნა…თუმცა მხსნელად ისევ ევროკომისია გამოჩნდა.

ეგვიპტის კლიმატის სამიტზე ევროკავშირმა  2030 წლისთვის გამონაბოლქვის შემცირების მაჩვენებელი 2 პროცენტამდე გაზარდა, რითაც თავის მწვანე შეთანხმების კრიტერიუმები დაიცვა.

„ნურავის  მისცემთ ნებას, გითხრან, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ევროპის მწვანე შეთანხმებას კლავს,“ -განაცხადა ევროკომისიის  ვიცე-პრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა.

წლის ბოლოს ნატო და მთელი ევროპა სერიოზულად შეფიქრიანდნენ. უკრაინიდან წამოსული რაკეტა მეზობელ პოლონეთში ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.

მართალია, ეს ამბავი უბედურ შემთხვევად შეაფასეს, მაგრამ მან ნათლად აჩვენა, რომ ევროპა ბეწვის ხიდზე გადის. ამიტომ 2023 წელს ყველაზე მეტად ერთი რამეს – ომის დასრულებას ელოდებიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend