ისტორიულად ომი, სოციალური და ეკონომიკური კრიზისი პოლიტიკაში ექსტრემალური მიდგომების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
2022 წელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ფენომენი, მთელი წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიებისა და პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლების დროს წამყვანი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, რომელიც ევროკავშირში ყველაზე პრორუსულ ლიდერად ითვლება, მეოთხედ მოიპოვა პრემიერის თანამდებობა.
საფრანგეთში ემანუელ მაკრონმა ისევ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში და დაამარცხა თავისი მეტოქე მარინ ლე პენი. თუმა ანტიემიგრაციული შეხედულებებით ცნობილმა კანდიდატმა 12 მილიონზე მეტი ხმა მიიღო – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი ოდესმე უკიდურესი მემარჯვენეების კანდიდატს მიუღია რესპუბლიკის ისტორიაში. ნაციონალისტების ლიდერი მარინ ლე პენი კი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს იმის გამო, რომ მისი პარტია კრემლთან დაკავშირებული რუსული ბანკისგან იღებდა სესხებს.
შვედეთში სამი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია შეთანხმდა, უმცირესობის კოალიცია შეექმნათ ქვეყნის ყველაზე დიდი და უკიდურესი-მემარჯვენე პარტიის „შვედეთის დემოკრატების“ მხარდაჭერით. ეს უკანასკნელი კოალიციაში ფორმალურად არ შედის, მაგრამ დასთანხმდა კოალიციას პოლიტიკის ფორმირებაში და მხარი დაუჭირა პარლამენტში.
იტალიაში ჯორჯა მელონიმ ახალი მმართველი კოალიცია ჩამოაყალიბა. შედეგად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ პირველად იტალიას მემარჯვენე მთავრობა მართავს. მელონი გახდა ამ ქვეყნის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრიც.
საარჩევნო კამპანიის დროს მელონი ამომრჩეველს დაჰპირდა, რომ შეამცირებს გადასახადებს, აღკვეთს არალეგალურ იმიგრაციას და იტალიის ინტერესებს ევროკავშირში ყველაზე წინ დააყენებს.
თუმცა მას მოუწევს იტალიას ზამთარი კრიტიკული ენერგეტიკული კრიზისისა და მაღალი ინფლაციის ფონზე გადაატანინოს.
გაერთიანებულ სამეფოში ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონი სკანდალის აგორების შემდეგ იძულებული გახდა, გადამდგარიყო. მის ნაცვლად ლიზ ტრასის კანდიდატურა დასახელდა მას შემდეგ, რაც იგი 6 სექტემბერს ბალმორალის ციხესიმაგრეში დედოფალ ელისაბედ მეორეს შეხვდა. დედოფალი რამდენიმე დღის შემდეგ გარადაიცვალა. ტრასმა კი სულ რაღაც თვე-ნახევრის შემდეგ თანამდებობა დატოვა და ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე მოკლევადიანი პრემიერ-მინისტრის სახელით შევიდა. პრემიერის თანამდებობა კი ოქტომბერში ყოფილმა კანცლერმა რიში სუნაკმა ჩაიბარა, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ნდობის გამოცხადებისას ტრასმა აჯობა.
ევროპიდან შორს მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ ბრაზილიაში ლუის ინასიუ ლულა და სილვა დაბრუნდა. ამ მემარცხენე კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში რეპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი დაიბრუნეს, მათ ძლივს გაიმარჯვეს შუალედურ არჩევნებში, რომელშიც ძალიან ბევრი ელოდებოდა რესპუბლიკელების უფრო დიდ წარმატებას.
ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაგანაცხადა, რომ ის ისევ ეცდება 2024 წლისთვის რესპუბლიკელების საპრზიდენტო კანდიდატი გახდეს.