მთავარიგადაცემებიReview Newsსპორტი 2022: პეკინის ოლიმპიადიდან კატარის უეფას ჩემპიონატამდე

სპორტი 2022: პეკინის ოლიმპიადიდან კატარის უეფას ჩემპიონატამდე

2022 წელი სპორტის გულშემატკივარს მრავალი ემოციური კადრით დაამახსოვრდა, იქნება ეს კამილა ვალიევას ცრემლები თუ გახარებული ქლოი კელის ექსცენტრული ჟესტი  – გადამწყვეტი გოლის გატანის შემდეგ. თუმცა სპორტისმოყვარულებს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდებათ პეკინის  ზამთრის ოლიმპიადით,  რომელიც დიდხანს არ დაავიწყდება გულშემატკივარს უმარავი მსოფლიო რეკორდითა და სადავო საკითხებით.

პეკინის ოლიმპიადას დიდი კრიტიკა მოჰყვა ადამიანის უფლებათა დარღვევის რეკორდული მაჩვენებლის, ხელოვნური თოვლისა და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო. საზოგადობის აზრი, ფაქტობრივად, ორად გაიყო, თუმცა სპორტის გულშემატკივარი მაინც მიჯაჭვული იყო სანახაობას სპორტსმენების მაღალი ოსტატობის წყალობით.

ნორვეგიის ნაკრებმა იოჰანეს ბოს ხელმძღვანელობით ზამთრის ოლიმპიურ სახეობებში რეკორდულად ბევრი – 16 მედალი აიღო, ხოლო ნიდერლანდების ლეგენდარული მოციგურავე ირენ ვიუსტი იყო ერთ-ერთი იმ  რამდენიმე სპორტსმენიდან, რომლებმაც ხუთ სათამაშო სახეობაში ყველაზე საპატიო ჯილდოები მოიპოვეს.

რაც შეეხება ყველაზე სამახსოვრო როგორც კარგ ისე ცუდ მომენტებს: მაყურებელს დაამახსოვრდა ნათან ჩენის კიდევ ერთი გამარჯვება და ეილინ გუს ელვისებური აღზევება, ასევე მიკაელა შიფრინის ნაადრევი გავარდნა და კამილა ვალიევას კრახი.

ამ 16 წლის რუს მოციგურავეს, რომელსაც  ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერს  უწოდებდნენ ციგურაობის ისტორიაში, აკრძალული ნივთიერების მიღება დაუდასტურდა. მართალია სპორტის საარბიტრაჟო  სასამართლომ გაითვალისწინა მისი არასრულწლოვანება და შეჯიბრების გაგრძელების უფლება მისცა, მაგრამ ვალიევამ ვერ გაუძლო მედიის წნეხს და  ფინალში დამარცხდა.  ვალიევა იჯდა და ტიროდა, როდესაც მედალი გამარჯვებულ ანა შჩერბაკოვას გადაეცა.

რაც შეეხება  ქალთა  ევროპის ჩემპიონატს –  უემბლის სატდიონზე 87 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდა, რათა ენახათ, როგორ დაამარცხა ინგლისმა გერმანია ფინალში. ეს მაყურებლის რეკორდულად მაღალი რაოდენობა იყო უეფას თამაშების  ისტორიაში.

როდესაც ყველას ეგონა, რომ ინგლისი კიდევ ერთხელ არ გაამართლებდა გულშემატკივრის მოლოდინს, თამაში ახლად შემოსულმა ქლოი კელიმ იხსნა.

რვა გზის გამარჯვებულმა გერმანიამ სულ ახლახან წააგო საფრანგეთთან და გავარდა. ეს ალბათ ყველაზე მკაცრი გამოცდა იყო ფეხბურთელებისთვის.

ელა ტუნის მიერ ბრწყინვალედ ჩატარებული მეორე ტაიმი უკვე იმედს იძლეოდა, როდესაც ლინა მაგულმა 79-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და დამატებითი დრო დაინიშნა.

სარინა ვიგმანის ფეხბურთელები თითქოს დამაჯერებლად იგებდნენ, თუმცა გერმანელ მოწინააღმდეგეს მტკიცე დაცვა შველოდა. გუნდს საოცნებო გამარჯვება კელის გოლმა მოუტანა.

24 წლის ფეხბურთელმა სიხარულის ნიშნად მაისური გაიხადა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. მას ტვიტერზე გამოეხმაურა  ბრენდი ჩესტეინიც, რომელმაც 1999 წელს მსოფლიოს თასის ჩემპიონატზე თავისი გოლით  გუნდს გამარჯვება მოუტანა და სიხარულისგან მაისური გაიხადა. ეს ფოტო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოდ ითვლება, მან ხელი შეუწყო სპორტის პოპულარიზაციას.

2022 წელი სპორტის მოყვარულებს  ფორმულა ერთში მაქს ვერსტაპენის კიდევ ერთი გამარჯვებით, ტაიგერ ვუდსის დაბრუნებითა და საფრანგეთის ველოსპიედისტ ქალთა „ტურ დე ფრანსეზე“ ანემიკ ვან ველიტენის უპირატესობით დაამახსოვრდა.

2022 წელს  ჩოგბურთის კიდევ ერთი ეპოქა დასრულდა.

თითქმის მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბრწყინვალე კარიერის შემდეგ ჩოგბურთი ორმა დიდებულმა მოთამაშემ დატოვა.

2003 წლამდე ყველაზე მეტი, 14 „გრანდ სლემი“ პიტ სამპრასს ჰქონდა მოგებული. 2003 წელს ფედერერმა მისი რეკორდი მოხსნა და დააწესა ახალი სტანდარტი, რომლის მიღწევაც მხოლოდ რაფაელ ნადალმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა შეძლეს.

ფედერერის 20 „გრანდ სლემის“ გარდა, გულშემატკივარს ასევე დაამახსოვრდება მისი ცალი ხელით დარტყმის ოსტატობა, ელეგანტურობა და ინდივიდუალიზმი, რომლის  გამოც ფედერერი სპორტის ელჩად აირჩიეს.

 

ფედერერის შემდეგ ჩოგბურთი ქალთა შორის გრანდ სლემის 23-გზის გამარჯვებულმა სერენა  უილიამსმა დატოვა. არავინ იცის, როგორი იქნება მომავალში ჩოგბურთი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ეს ორი დიდოსტატი  ქმნიდა.

სერენას წყვილებში გრანდ სლემი 14-ჯერ აქვს მოგებული თავის უფროს დასთან ვენუსთან ერთად. ორივემ ერთად შექმნა დიდებული ლეგენდა კალიფორნიის შტატში ქალაქ კომპტონში  გაზრდილ დებზე, რომლებმაც მსოფლიოს პირველი ჩოგნის ტიტული მოიპოვეს.

 

ავტორი: ანდი რობინი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend