2022 წელს მსოფლიოს კინოსამყარომ ქალებს მიაგო პატივი: ბერლინალეს, ვენეციისა სან-სებასტიანის კინოფესტივალებზე ჯილდოები გადაეცათ ძლიერ, მოტივირებულ და ხშირად პოლიტიკურად აქტიურ ქალებს.
The #MeToo კამპანიამ, რომელივ კინოს სამყაროში ვაინსტაინის საქმით დაიწყო, როგორც ჩანს, ნაყოფი გამოიღო.
2022 წელი მშვენიერი ქალებისთვის იმით დაიწყო, რომ ოქროს დათვი გადეცა ესპანელ კინორეჟისორ კარლა სიმონს ფილმისთვის „ალკარასი.“ ეს ფილმი არის ოდა, რომელიც მცირე ფერმერებს ეძღვნებათ. ფილმის სიუჟეტი ზაფხულში კატალონიის ერთ მზიან კუთხეში ვითარდება. იგი ეხება სოფლის მეურნეობისა და ფერმერების მომავალს, რომელიც თანამედორვე ტენდეციებმა შეარყია.
ამ თანამედროვე დრამის მეშვეობით რეჟისორი სოციალურ საკითხებს წარმოაჩენს.
“ამ ფილმს ბედნიერი დასასრული არ აქვს, რადგან დღესდღეობით ფერმერის ოჯახი მაინცდამაინც იმედიანად არ გრძნობს თავს,“ – განაცხადა ფილმის ავტორმა ესპანელმა კინორეჟისორმა კარლა სიმონმა. „თუმცა, ამავდრულად, ეს არის ფილმი ოჯახზე, იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კრიზისის დროს ერთმანეთზე ზრუნვა და ერთად ყოფნა“.
ამ აშკარად პოლიტიკურმა ფილმმა 2022 წელს კინოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა: ვენეციის კინოფესტივალის ოქროს ლომი.
ფილმს „მთელი სილამაზე და სისხლის ღვრა“ ნამდვილი ამბავი უდევს საფუძვლად. იგი მოგვითხრობს საერთაშორისო დონეზე სახელგანთქმული ფოტოგრაფისა და აქტივისტის ნან გოლდინის ბრძოლას საკლერების ოჯახის წინააღმდეგ, რათა მის წევრებს პასუხი ეგოთ ამერიკაში ნარკოტიკის ჭარბი დოზირებით გამოწვეულ კრიზისზე.
ლორა პოიტრასმა ოსკარი მიიღო საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის 2014 წელს ფილმისთვის „მოქალაქე ნომერი ოთხი“, რომელიც ედუარდ სნოუდენის აზიაში ფარული გაქცევის ამბავს მოგვითხრობს.
კინორეჟისორი ლორა პოიტრასი
“დოკუმენტური ფილმი კინოა,“ – ამბობს კინორეჟისორი ლორა პოიტრასი. „ეს ყოველთვის ასე იყო. მე, უპირველეს ყოვლისა, კინორეჟისორი ვარ და მაინტერესებს პოლიტიკა და სამართალი. მაგრამ აქ ამ ყველაფერს ფილმით წარმოვადგენ“.
სან-სებასტიანის კინოფესტივალის მთავარი ჯილდოც კოლუმბიელმა ქალმა ლაურა მორამ მიიღო.
ლაურა მორა, კინორეჟისორი:
“ამ ფილმის გადაღება ძალიან რთული იყო. მთელი წელი ვიმუშავეთ ამ შესანიშნავ დასთან ერთად. მათ გვასწავლეს ყველაფერი სიცოცხლეზე, მის სირთულესა და სილამაზეზე“ю
თავის ფილმში „მსოფლიოს მეფეები“ მორა კოლუმბიის შიდა კონფლიქტის სიღრმეს იკვლევს. ეს არის ფილმი ღარიბი უბნის მედელინის მკვიდრ ხუთ ახალგაზრდა კაცზე, რომელთა როლებსაც სწორედ ამ უბნის ბიჭები ასრულებენ.
ავტორი: ფრედერიკ პონსარდი