მთავარიგადაცემებიReview Newsევროპული კინო 2022

ევროპული კინო 2022

2022 წელს ევროპულ კინოინდუსტრიაში ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ევროპული კინოს მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს უამრავი განსხვავებული თვალსაზრისის მქონე ადამიანების ფილმები ქმნიან, მათ შორის კი წინა პლანზე გამოვიდა  ქალი რეჟისორების შემოქმედებაც.

«სევდის სამკუთხედი“ იყო ის ევროპული ფილმი, რომელიც გამოირჩეოდა 2022 წელს და რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ჯილდოები მოიპოვა   კანის კინოფესტივალით დაწყებული და რეიკიავიკში  ევროპული კინოდაჯილდოებით დამთავრებული.

ევროპული კინოს ჯილდო კომედიურ ჟანრში გადაეცა ესპანელ ფერნანდო ლეონ დე არანოას ფილმისთვის „კარგი უფროსი“. ხავიერ ბარდემი ასრულებდა უფროსისა და ქმრის  როლს, რომლის პატრიარქალური მდგომარეობაც შეირყა.

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც პატრიარქატის დომინანტ მდგომარეობას ეხება, არის კატალონიელი კინორეჟისორის კარლა სიმონის ფილმი „ალკარასი“. ამ ფილმმა ბერლინალეს „ოქროს დათვი“ მიიღო.

კარლა სიმონი, კინორეჟისორი:

„ალკარასში“ დიდი დოზით წარმოვაჩინეთ გენდერული ფუნქციები, რადგან ახლა ისეთი ტენდეციაა, რომ თუ ქალს ეხება საქმე,  ძირითადად ფემინისტური  და ძლიერი ქალების ამბები უნდა გაშუქდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც ამაზე არაფერი იციან. სწორედ ასეა გარკვეულ სოფლებში, რომლებშიც პატრიარქალური სისტემა და ტოქსიკური მამაკაცურობის სინდრომი ჯერ კიდევ არსებობს.“

FIPRESCI-ის ჯილდო, რომელსაც  ევროპული კინოაკადემია  და  კინოკრიტიკოსები გასცემენ, გადაეცა იტალიელი რეჟისორის ლაურა სამანის ფილმს  „პაწაწინა სხეული“. ეს არის ამბავი ახალგაზრდა დედაზე, რომელიც  გასული საუკუნის დასაწყისში ფრიულიში ცხოვრობს და სურს,  დამარხოს თავისი მკვდრადშობილი ბავშვი, რომელიც, სასულიერო პირთა აზრით, განსაწმენდელში მოხვდება.

ახალ პერსპექტივას ეძღვნება ეგვიპტური წარმოშობის შვედი რეჟისორის ტარიკ სალეჰის ფილმი „ბიჭი ზეციდან“.

„ევროპელმა იმ მუსლიმანის თვალით უნდა დაინახოს სამყარო, რომლისაც ასე ეშინია,“ – განაცხადა  კინორეჟისორმა ტარიკ სალეჰმა. „მასთან ერთად უნდა იაროს, ილოცოს, ათვალიეროს, იმედით ან შიშით იცხოვროს და იბრძოლოს საკუთარი თავის გადასარჩენად. ჩემი აზრით, ერთმანეთის გამოცდილება უნდა გავიზიაროთ. ასე უნდა მოვიქცეთ“.

ეს ტრილერი, რომელიც ფილმ „ვარდის სახლს“ არ ჩამოუვარდება,  ალ-აზჰარშია გადაღებული, სუნიტების რელიგიურ ცენტრში. ფილმი სამი სკანდინავიური ქვეყნის, ასევე საფრანგეთისა და მაროკოს თანამშრომლობის შედეგია და მისი წარმატება საერთაშორისო დონეზე იმაზე მიუთითებს, რომ ევროპულ კინოს ეხერხება საზღვრების წაშლა.

ავტორი: ფრედერიკ პონსარდი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend