მთავარიგადაცემებიReview News2022: ომი და ეკონომიკა

2022: ომი და ეკონომიკა

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც მსოფლიომ უკრაინაში ომის დაწყების ამბავი გაიგო, წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ როგორ აისახებოდა ეს ომი თითოეული ადამიანის  ცხოვრებაზე.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერმა დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რასაც მოსკოვის მიმართ სხვადასხვა სანქციაც მოჰყვა.

პასუხად ვლადიმერ პუტინმა  მკვეთრად შეამცირა ევროპაში ბუნებრივი აირის მიწოდება და აგვისტოში გერმანიასთან დამაკავშირებელი გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გათიშა.

ევროპის ქვეყნების მინისტრებმა ბუნებრივი აირის მოწოდების ალტერნატიული გზების ძებნა დაიწყეს და მტკივნეულად გააცნობიერეს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე ასეთი ძლიერი დამოკიდებულების გამო ქვეყნების უმეტესობა სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ზამთრის დადგომამდე ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ შეძლეს სადავო  საკითხებზე შეთანხმება,  მთავრობა კი ცდილობს,  450 მილიონი მოქალაქე ცივ ზამთარში ბუნებრივი აირის კომუნალური გადასახადის მკვეთრი ზრდისგან დაიცვას.

საგანგებო შეხვედრათა უმეტესობაზე მხოლოდ ის გაირკვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეულმა ენერგოკრიზისმა 27-ქვეყნისაგან შექმნილი ბლოკი ლამის შეურიგებელ ბანაკებად დაყო.

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი თებერვლის შემდეგ მკვეთრად დაეცა, რადგან ომის გამო უკრაინის შავი ზღვის პორტები დაიხურა. ამის გამო გლობალურ დონეზე სურსათზე ფასები გაიზარდა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კი სურსათის დეფიციტის საფრთხე გაჩნდა.   შავი ზღვის სამი პორტი ივლისის ბოლოს გაიხსნა, როდესაც მოსკოვმა და კიევმა გაეროსა და თურქეთის მედიატორობის შედეგად შეთანხმებას მიაღწიეს.

ამის შედეგად სურსათის ფასების ზრდა დასტაბილურდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ევროზონის წლიური ინფლაცია 10.7 პროცენტით გაიზარდა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 20 პროცენტსაც გადააჭარბა.

ევროკავშირის შესაბამისმა ორგანომ ივლისის ინფლაციის პროგნოზი შეცვალა და განაცხადა, რომ ფასები პიკს  წლის ბოლოს მიაღწევდა და 2023 წელსაც მაღალი დარჩებოდა. ბრიუსელის ინფორმაციით, საშუალო ინფლაცია ევროკავშირში 9.3, ხოლო ევროზონაში 8.9 პროცენტი იქნება.

ოქტომბრის ბოლოს ევროპის ცენტრალუმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი კიდევ ერთი დიდი ბიჯით გაზარდა და განაცხადა, რომ მომავალში განაკვეთს აღმავალი  ინფლაციის კვალდაკვალ გაზრდის, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კრისტინ ლაგარდმა თავად გააფრთხილა ევროზონის ქვეყნები მოსალოდნელი რეცესიის შესახებ.

ევროპის ცენტრალური ბანკი რთული ამოცანის წინაშე დგას: უნდა შეაჩეროს რეკორდულად მაღალი ინფლაცია, რომელიც სურსათსა  და განსაკუთრებით  ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ორივე ფაქტორი კი რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის შედეგია. ევროპა პროტესტისა და გაფიცვის ტალღამ მოიცვა –   გაძვირებულ ცხოვრებას მოჰყვა “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა.“

ოჯახებს ბიუჯეტი მკვეთრად შეუმცირდათ, ამიტომ ევროპის ათასობით მოქალაქე საკუთარ მთავრობას სასწრაფო ეკონომიკური ზომების გატარებისკენ მოუწოდებს, ევროკავშირისაგან კი მზარდი სიღარიბის დაძლევას მოითხოვს.

ეს შობა უამრავი ადამიანისთვის აღარ არის ძველებურად კაშკაშა.  ზოგიერთ ევროპულ ქალაქში  სადღესასწაულო განათება შეამცირეს, რათა  ელექტროენერგიის ხარჯი დაზოგონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend