მთავარისაქართველო„მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა" - სალომე ზურაბიშვილი შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ...

„მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა” – სალომე ზურაბიშვილი შეკითხვაზე, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს

„მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას – შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ორივე ძალას აწყობდა მესამე პრეზიდენტის ჩამოსვლა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გარდა სხვა თემის წამოწევა შეუძლებელია და ქვეყანა ამ საკითხის ირგვლივ იძირება.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ადამიანები, რომლებიც დღეს ემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა უკითხავენ მორალს და ასწავლიან, როგორ უნდა ებრძოლოს მიხეილ სააკაშვილს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს, 28 დეკემბერს აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ, რომ არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend