ხუთი ადამიანი დაიღუპა, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, ავტობუსი ხიდზე გადასვლის დროს მდინარეში გადავარდა.
შემთხვევა პორტუგალიის საზღვართან ახლოს მოხდა. ადგილობრივი გაზეთის ინფორმაციით, ავტობუსს გადაჰყავდა პირები, რომლებიც მონტერესოს ციხეში ახლობლების მოსანახულებლად მიდიოდნენ.
2 მგზავრი გადაარჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამძებრო სამუშაოების დროს კიდევ 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო ოპერაცია ღამით უამინდობის გამო შეჩერდა, თუმცა მზის ამოსვლისთანავე ვერტფრენებითა და სამთო-სამშველო სამსახურის თანაშრომლების თანხლებით განახლდა.