გაზეთ “ნიუ იორკ თაიმსის” ჟურნალისტებმა კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში მომხდარი სამხედრო დანაშაულების შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.
რვათვიანი გამოძიების დროს, ჟურნალისტებმა მოიპოვეს ბევრი ნივთმტკიცება, სატელეფონო ჩანაწერი, სათვალთვალო კამერის მონაცემი და გამოკითხეს ათობით თვითმხილველი.
Using exclusive phone logs, military files and 23TB of video, we unmasked the Russian unit and commander that killed dozens of people on one street in Bucha
By @YousurAlhlou @MashaFroliak @ckoettl @heytherehaley @dim109 @ajcardia @NatalieReneau & more 👇 https://t.co/fskpcoWgBF
— Malachy Browne (@malachybrowne) December 22, 2022
აღსანიშნავია, რომ რუსი სამხედროები უკრაინელი მოქალაქეების ჩამორთმეული ტელეფონებით რეკავდნენ. ამ გზით ჟურნალისტებმა დაადგინეს 22 სამხედროს სახელი და გვარი.
ასევე მასალებზე დაყრდნობით, “ნიუ იორკ თაიმსი” წერს, რომ სამხედრო დანაშაული ბუჩაში პსკოვის 234-ე სადესანტო პოლკის სამხედროებმა ჩაიდინეს.
ბუჩას დეოკუპაციის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა ქუჩასა და სახლების სარდაფებში ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
გარდა ამისა, გაზეთის ცნობით, უკან დახევის დროს სიჩქარეში პოლკმა რამდენიმე დოკუმენტი და პირადი ინფორმაცია დატოვა. მაგალითად, ერთ-ერთი დოკუმენტში მითითებული იყო პსკოვის დესანტის სამხედრო ნაწილის ნომერი, ასევე ნაპოვნია პოლკის სამკლაური.
გამომძიებელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ისინი ასი პროცენტით ვერ ამბობენ, თუ რომელი მოქალაქის მიმართ კონკრეტულად, რომელმა სამხედრომ ჩაიდინა დანაშაული, თუმცა მტკიცებულებები მოწმობს, რომ იდენტიფიცირებულები იმყოფებოდნენ დანაშაულის ჩადენის მახლობლად. ამასთან, მკვლელობების შესახებ სავარაუდოდ, იცოდა ხელმძღვანელობამ.
ახალ ამბავს ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „როიტერსიც“. გამოცემა აშშ-ის თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ “ვაგნერის” დაჯგუფებამ სულ მცირე ორჯერ შეისყიდა იარაღი ჩრდილოეთ კორეისგან.
საუბარია გასულ თვეში, „ვაგნერისთვის“ რუსეთისთვის სარაკეტო დანადგარებისა და რაკეტების გადაცემას. ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც ადასტურებს. მათი თქმით, ისინი აპირებენ, ეს საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოში განიხილონ, რადგან ეს არღვევს გაეროს რეზოლუციას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების შესახებ.
აშშ-ი რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეიდან და ირანიდან იარაღის შესყიდვას გაეროს რეზოლუციის დარღვევად მიიჩნევს, რომელსაც ცნობისთვის, რუსეთმა წლების წინ მხარი დაუჭირა.