მთავარისაქართველოევროკავშირის მხარდაჭერით ლუგარის კვლევით ცენტრს სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა

ევროკავშირის მხარდაჭერით ლუგარის კვლევით ცენტრს სამედიცინო აღჭურვილობა გადაეცა

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრი დაათვალიერეს.

ელჩის განცხადებით ევროკავშირის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს მტკიცე სოლიდარობას საქართველოს მიმართ.

ევროკავშირის ელჩმა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო.

“პანდემიის განმავლობაში, ევროკავშირი, ევროპის გუნდთან ერთად იყო საქართველოს ძლიერი და საიმედო პარტნიორი. ჩვენ ქართულ ჯანდაცვის სისტემას გადავეცით დიდი სამედიცინო მარაგი,  წინა ხაზში მომუშავე სამედიცინო პერსონალის დასაცავად. ჩვენი მხარდაჭერა მივმართეთ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ეკონომიკის აღდგენის მიზნით, დავიწყეთ ახალი პროგრამები. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით”, – განაცხადა ელჩმა.

ინვენტარს შორისაა ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები, ულტრადაბალი ტემპერატურის მაცივრები, ასევე ლაბორატორიული მოწყობილობები. ეს ყველაფერი ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესებას ემსახურება.

ულტრადაბალი ტემპერატურის მქონე საყინულეები და ცივი ოთახები ხელს შეუწყობს ცივი ჯაჭვის შენარჩუნებას, გააძლიერებს სექტორის შესაძლებლობებს, რომ უპასუხოს, ჯანდაცვის მიმართულებით, მიმდინარე თუ სამომავლო საჭიროებებს. გააძლიერებს ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებს და მოქნილს გახდის საქართველოს ჯანდაცვის სექტორს”, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ.

ღონისძიებას უცხოელ სტუმრებთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე დაესწრნენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend