მთავარიამერიკააშშვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეერთებული შტატების კონგრესს სიტყვით მიმართა

შეერთებული შტატების კონგრესის გაერთიანებულ სესიაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენესკის მიმართვა ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობის იყო.

ეს არის ვიზიტი, რომელიც მიზნად ისახავს, უარყოს რუსეთის ბრალდებები და მცდელობა, რომ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა დაძაბოს.  ვოლოდიმირ ზელენკსიმ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, რომ შეკრებილი საზოგადოებისთვის უკრაინაში არსებული რეალური ვითარება წარმოეჩინა.

„გასულ წელს ბახმუტში 70 000 მოსახლე ცხოვრობდა. ახლა კი ქალაქში სულ რამდენიმე მოქალაქე რჩება. ამ მიწის ყოველი სანტიმეტრი გაჟღენთილია სისხლით, ყოველ წუთსა და საათს ისმის სროლის ხმები. დონბასში მძიმე ბრძოლების შედეგად სანგრები ხელიდან ხელში  დღეში რამდენჯერმე გადადის, ბრძოლები გამუდმებით მიმდინარეობს, თუმცა უკრაინული დონბასი არ ეცემა”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი.

რესპუბლიკელთა ნაწილი ნამდვილად არ იყო აღფრთოვანებული დემოკრატების განუსაზღვრელი დახმარებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომის დაფინანსებას ითვალისწინებდა. თუმცა მათ ეს არ გაუმჟღავნებიათ.

მანამდე კი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში  უმასპინძლა უკრაინის ლიდერს, რომელმაც, თავის მხრივ, მადლიერება გამოხატა ვაშინგტონისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის.  მას ასევე გადასცეს მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი და დაჰპირდნენ, რომ უკრაინას  მშვიდობის დამყარებაში დაეხმარებიან.

დახმარების ბოლო პაკეტით გათვალისწინებულია, რომ დასავლეთმა უკრაინას გადასცეს თანამედროვე სახმელეთო-საჰაერო „პატრიოტის“ სარაკეტო სისტემა. რუსეთმა მანამდე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაძაბულობის ესკალაციასა და უკრაინისთვის უარყოფით შედეგს გამოიწვევდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend