აუკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში დღეს, 22 დეკემბერს ყველა ამერიკული მედიის მთავარი ამბავია. ისევე როგორც სოციალური ქსელის ტრენდების, სადაც კიდევ ერთხელ გახდა სიტყვა “უკრაინელი” პოპულარული.
ერთ-ერთი ყველაზე შთაბეჭდავი დეტალი სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის გახდა კონგრესისთვის უკრაინული დროშის გადაცემა, რომელზეც ბახმუტში მებრძოლი მეომრების ხელმოწერებია დატანილი.
Zelenskyy waving Ukrainian flag passed onto him by the defenders from Bakhmut at his address to the U.S. Congress pic.twitter.com/nYbTCZfrZA
— Saint Javelin (@saintjavelin) December 22, 2022
ვაშინგტონში ვიზიტამდე ზელენსკი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ცხელ წერტილში ჩავიდა, სადაც მეომრებმა პრეზიდენტს ამერიკელი მოსახლეობისთვის მადლობის ნიშნად ბრძოლის ველიდან დროშა გაატანეს. თავად ზელენსკის კონგრესში მხურვალე აპლოდისმენტებით დახვდნენ და ტაში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრეძელდებოდა.
ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პოსტს აქვეყნებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ამბობს, რომ ზელენსკისთან ერთად დასხდომის პატივი ხვდა წილად. მისი თქმით, ომის განმავლობაში მუდმივ კავშირზე იყვნენ, თუმცა პირად შეხვედრას დიდი მნივნელობა ჰქონდა.
I had the honor of sitting down with President Zelenskyy of Ukraine.
We've been in communication throughout the war, but it was meaningful to speak in person. I told President Zelenskyy the United States is committed to supporting the Ukrainian people for as long as it takes. pic.twitter.com/l5HwdXmaBW
— President Biden (@POTUS) December 22, 2022
დისკუსიის საგანი გახდა ასევე ზელენსკის ჩაცმულობა. მას ისევ არაფორმალურად, ხაკისფერი ტანსაცმელი ეცვა. თითქმის ერთი წელია ყველა შეხვედრას ზელენსკი ჯარისკაცის ფორმას ატარებს. ასე მოხდა ვაშინგტონში ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტის დროსაც. ამასთან დაკავშირებით “ფაინენშელ თაიმსის” ჟურნალისტმა გაიხსენა მისი ინტერვიუ ზელენსკისთან, სადაც უკრაინის ლიდერმა თქვა, რომ არ ჩაიცვამს პიჯაკს და არ გაიპარსავს წვერს, სანამ უკრაინა ომში არ გაიმარჯვებს.
Zelensky sticks with his wartime uniform of military green cargo pants and sweatshirt embossed with Ukraine’s trident coat of arms for his meeting with Biden. https://t.co/i60dZRYxq4
— Christopher Miller (@ChristopherJM) December 21, 2022
სოციალურ ქსელში ასევე აქტიურად ადარებენ ზელენსკის გამოსვლას, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის გამოსვლას კონგრესში 1941 წელს, – „ორი განსხვავებული ეპოქა, მაგრამ მისია ისევ ერთია – თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს ტირანიაზე“.
Two different eras, but the mission is the same: freedom must win over tyranny. It will.
The heroes of the free world address the joint session of the US Congress:
Churchill (1941)
Zelensky (2022)Only through the defeat of an aggressor, the peace is sustainable pic.twitter.com/65pP0aT8is
— Kestas Vaskelevicius (@VaskeleviciusK) December 22, 2022
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გამოცემა “სიბიესის” ცნობით, ვაშინგტონის შემდეგ ზელენსკი შესაძლოა, რომ ეწვიოს დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.