მთავარიამერიკააშშშეერთებული შტატების გვარდიამ მექსიკის საზღვარზე მავთულხლართები დაამატა

შეერთებული შტატების გვარდიამ მექსიკის საზღვარზე მავთულხლართები დაამატა

ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე ასიათასობით ლათინოამერიკელ მიგრანტსა და ამერიკულ ოცნებას შორის დიდი კედელია აღმართული.

შეზღუდვები, რომლებიც ბევრს შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მოძიებაში უშლის ხელს, კვლავ ძალაში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის უზენაეს სასამართლოს ნებისმიერ დროს შეუძლია მათი გაუქმება.

მექსიკის სასაზღვრო ქალაქებში, ტიხუანასა ან სიუდად-ხუარესში, თავშესაფრები გადავსებულია. ათიათასობით ლათინოამერიკელი მიგრანტი ელოდება ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა მათი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. შეერთებული შტატების ხელისუფლება კი შიშობს, რომ ქალაქები მიგრანტებით გადაიტვირთება.

„ვფიქრობ, რომ ყველა მზადყოფნაშია. ქალაქ ელ-პასოში ახლახან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საზღვარზე ვარაუდობენ, რომ იმ მიგრანტების რაოდენობა, რომელთაც ჯერ აღრიცხავენ და შემდეგ გაათავისუფლებენ, დღეში 6000-ს ასცდება. ახლა მათი რიცხვი დღეში 1500-ია. ეს არის ის, რის წინაშეც ვდგავართ. ვიმედოვნებ, რომ ვისაც ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლია, მალე გადადგამს ქმედით ნაბიჯებს. დღეს ჩვენ მხოლოდ ზედაპირულად ვმუშაობთ“, – ამბობს მექსიკელი პასტორი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტეხასის ეროვნული გვარდიის წევრებმა, რომლებიც ქალაქ ელ-პასოში იყვნენ განლაგებული, რიო-გრანდეს სანაპიროს გასწვრივ მავთულხლართები აღმართეს. მათ ის მონაკვეთი ჩაკეტეს, რომლითაც მიგრანტები ამერიკაში გადასვლას ცდილობდნენ.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში საზღვრის გასამაგრებლად ჩვენ აქ სამართალდამცველები დავამატეთ. ისინი იმ ადგილებს იცავენ, სადაც უკანონოდ ცდილობენ გადასვლას“, – განაცხადა ტეხასის ეროვნული გვარდიის მაიორმა შონ სტორუდმა.

ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თავშესაფრის ორ მილიონზე მეტ მაძიებელს უთხრა უარი. მოთხოვნათა უმეტესობა სასაზღვრო დეპარტამენტში იყო შეტანილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend