მთავარისაქართველოფინანსთა სამინისტრომ შეფასების ორი ახალი ანგარიში წარადგინა

ფინანსთა სამინისტრომ შეფასების ორი ახალი ანგარიში წარადგინა

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, 2022 წლის სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების გლობალური ანგარიშის მიხედვით, საჯარო ფინანსების მართვის მუდმივი გაუმჯობესებით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს 59 ქვეყანას შორის. ამ ანგარიშის პრეზენტაცია დღეს შედგა.

ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის შედეგებთან შედარებით, საქართველომ 31-იდან  27 ინდიკატორით გააუმჯობესა შედეგები.

ასევე, დღეს 12 დეკემბერს წარადგინეს გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებული საჯარო ფინანსების მართვის  შეფასების ანგარიშიც. ასეთი ტიპის ანგარიში საქართველოს შესახებ პირველად მომზადდა და სამინისტროს შეფასებით ეს საფუძველს ქმნის ამ მხრივ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

„შეფასების ანგარიშები, რომლებიც მსოფლიო ბანკმა ფინანსთა სამინისტროს ჩართულობით და ევროკავშირის მხარდაჭერით განახორციელა, ახდენენ ქვეყნის საჯარო ფინანსების მართვის სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიკაციას PEFA მეთოდოლოგიის გამოყენებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საქართველოს 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგიაში“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend