მთავარისპორტიარგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია

არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა.
მატჩის ძირიდათი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. ანგარიში ლიონელ მესიმ ზუსტად შესრულებული პენალტით 23-ე წუთზე გახსნა, 36-ე წუთზე ანხელ დი მარიამ ლიონელ სკალონის გუნდის უპირატესობა განამტკიცა. ფრანგებმა შეხვედრაში დაბრუნება მატჩის ბოლოს შეძლეს. კილიან მბაპემ მეოთხმოცე წუთზე პენალტით სხვაობა შეამცრია, ერთი წუთის შემდეგ კი შესანიშნავი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

არგენტინა დამატებით დროშიც დაწინაურდა. 108-ე წუთზე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა, თუმცა დამატებითი დროის მიწურულს მბაპემ კიდევ ერთი პენალტი გაიტანა და პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გამოდგა.

კატარის მუნდიალის საუკეთესო ბომბარიდი 8 გოლით კილიან მბაპე გახდა, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ენცო ფერნანდესი დასახელდა, საუკეთსო მეკარის პრიზი ემილიანო მარტინესმა აიღო, ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე კი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend