სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა დასრულებულად გამოაცხადა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება. ამ სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროკურორის ოფისმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიება დასრულდა, თუმცა პროკურორი კარიმ ხანი განმარტავს. რომ მუშაობა საქართველოს ვითარებასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. მისი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს ძალისხმევას დამნაშავეთა დასაკავებლად.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი, თამარ ონიანი.