მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ, სპეციალურ, საგამოძიებო სამსახურს, სარჩელით მიმართა.
შალვა ხაჭაპურიძე “ვივამედში” გადაღებული კადრების გასაჯაროების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ამასთან ადვოკატი გამოძების მიმდინარეობის დროს იუსტიციის მინისტრის, პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელისა და სამედიცინო დეპარტამენტის თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს.
შალვა ხაჭაპურიძე ასევე, გამოეხმაურა “ვივამედის” დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც ამ დრომდე მათ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა არ აქვთ და განაცხადა, რომ დასკვნა 16 დღეა იუსტიციის სამინისტროს ექიმებისთვის არ გადაუცია.