მთავარიმსოფლიოევროპაკოსოვოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრების შესახებ სერბეთმა დაგმო

კოსოვოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრების შესახებ სერბეთმა დაგმო

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის მინისტრს ევროკავშირის საკითხებში ევროკავშირში გაწევრების ოფიციალური განცხადება წარუდგინა. დასავლეთ ბალკანეთში კოსოვო ბოლო ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირში გაწევრება მოითხოვა კოსოვოში იციან, რომ წინ დიდი გზა აქვთ გასავლელი, თუმცა სჯერათ, რომ მათი ადგილი ევროპაშია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ გვინდა სწრაფი გზა, არ გვინდა ევროკავშირში უკანა კარით შევიპაროთ. თუმცა გვსურს, რომ ევროკავშირს რაც შეიძლება მალე შევუერთდეთ. მე მჯერა, რომ ჩვენი ერთგულებითა და მზადყოფნით სკეპტიკურად განწყობილებსაც შევაცვლევინებთ აზრს“, – განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ.

კოსოვოსა და სერბეთს შორის არსებული მუდმივი დაძაბულობა ერთი-ერთი მთავარი დაბრკოლებაა, რომელიც ორივე მხარეს ხელს უშლის ევროინტეგრაციაში. კოსოვოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება სერბეთი, რომელიც კოსოვოს ჯერ კიდევ თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს.

„არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ისაზღვრება და ფასდება ესა თუ ის ტერიტორია სახელმწიფოდ. ის ევროპის ერთ-ერთმა სახელმწიფომ უნდა აღიაროს თუ მთლიანად ევროკავშირმა? თუ ეს გაეროში წევრობით განისაზღვრება? ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი.

უკრაინის ომის ფონზე ევროკავშირი ცდილობს, ბალკანეთში არსებული პრობლემები მალე მოაგვაროს, რამაც შესაძლოა ზოგიერთი ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრების პროცესი დააჩქაროს. თუმცა, ევროკავშირის ყველა წევრს კოსოვოს დამოუკიდებლობა ჯერ არ უღიარებია. შესაბამისად, ევროპაში შიშობენ, რომ ვითარება შეიძლება ნებისმიერ მომენტში კიდევ უფრო დაიძაბოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend