მთავარიმსოფლიოაფრიკააშშ-ი აფრიკას დამატებით 2 მილიარდი დოლარით დაეხმარება

აშშ-ი აფრიკას დამატებით 2 მილიარდი დოლარით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა აფრიკას უფრო მეტად დაეხმარება, რომ გააძლიეროს კონტინენტის როლი საერთაშორისო ასპარეზზე.

პრეზიდენტი ბაიდენი მხარს უჭერს, რომ კონტინენტს დიდ ოცეულში თავისი ადგილი ჰქონდეს. მან ასევე პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული დახმარების ფონდს შექმნის. ამ ნაბიჯებით აშშ ცდილობს აფრიკაზე უფრო დიდი გავლენა იქონიოს, ვიდრე რუსეთს აქვს.

„გადავწყვიტეთ, რომ აფრიკაში საკვებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ჰუმანიტარული დახმარების სახით აფრიკისთვის დამატებით 2 მილიარდი დოლარი გამოვყოთ. ბავშვები და ოჯახის სხვა წევრები მშივრები არ უნდა იძინებდნენ. ამიტომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეერთებული შტატების კონგრესთან მჭიდრო თანამშრომლობით, აფრიკისთვის ვგეგმავთ 55 მილიარდი დოლარის გამოყოფას, რომ მხარი დავუჭიროთ პრიორიტეტულ მიზნებს და შევასრულოთ 2063 წლისთვის შემუშავებული გეგმა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენი.

აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე პირობა დადო, რომ თავისი მმართველობის პერიოდში ეწვევა სუბსაჰარულ აფრიკას, ეს რეგიონში 2015 წლის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი ვიზიტი იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend