მთავარიკუბიმიხეილ სააკაშვილის კადრები კლინიკიდან - რას წერენ სოციალურ ქსელში

მიხეილ სააკაშვილის კადრები კლინიკიდან – რას წერენ სოციალურ ქსელში

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კადრები სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

პენიტენციური სამსახური კადრების გამოქვეყნების მიზეზად მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებს, სააკაშვილის ადვოკატის თქმით, კი ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულია.

პენიტენციური სამსახურის წერს, რომ კადრები ასახავს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციურ ქმედებებს, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა და საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.

ვიდეო 10:29 წუთს გრძელდება და მოიცავს სხვადასხვა დროს სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს. კადრებზე მითითებულია სამი თარიღი – 2022 წლის 9 აგვისტო, 4 ოქტომბერი და 12 დეკემბერი, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის ყავარჯნით გადაადგილდება.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში კადრების გასაჯაროებაზე ილაპარაკა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, მისი თქმით, გასაჯაროების მიზეზი საზოგადოების სწორი ინფორმირება იყო. მისი თქმით, გარკვეული ძალები ცდილობენ, სახელმწიფოსგან შექმნან მტრის ხატი და საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო ადამიანს აწამებს სააკაშვილს და კადრების გასაჯაროებით ხელისუფლება შეეცადა, დეზინფორმაციის კამპანია შეეჩერებინა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში განაცხადა, რომ კადრების გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია და პერსონალური მონაცემების გასაჯაროება მისი თანხმობის გარეშე მოხდა.

ადვოკატის თქმით, გარდა იმისა რომ ეს დანაშაულია, ასევე ჩანს რომ ვიდეო დამონტაჟებულია და შეერთებულია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის პერიოდი, “შეერთებულია და წარმოჩენილია ისეთი რაკურსით, როგორიც ხელისუფლებას აწყობდა”, – აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება გამოხმაურებას ფეისბუკზე, დანაშაულთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს ბრუკლინის მაიმონიდის სამედიცინო ცენტრის ექიმი ნანა გეგეჭკორი. ის ამბობს, რომ პაციენტის კონფიდენციალურობის უფლების დარღვევა არის სერიოზული დანაშაული სამედიცინო პერსონალისთვის.

მიხეილ სააკაშვილის კადრები

კადრების გასაჯაროებას ეხმაურება ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ნატროშვილი.  „ამ კადრების გამომქვეყნებელი რომელი ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას ისახავდა მიზნად?! თითქმის ყველა ჩანაწერი რამდენიმე თვის წინანდელია, მხოლოდ ბოლო კადრია დეკემბრის, რომელშიც დამხმარეს გარეშე ვერ გადაადგილდება და ეგ მისი კარგად ყოფნის არგუმენტად რანაირად გამოდგება?!, დანარჩენი კადრები რა კრიტერიუმით შეირჩა, ეგ მეორე საკითხია, წარმოუდგენელია ადამიანის ღირსების ასეთი შელახვა!“ – წერს ნატროშვილი.

მიხეილ სააკაშვილის კადრები

ასევე ფეისბუკსტატუსს აქვეყნებს „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი. მისი თქმით, სააკაშვილს აწამებენ და ამას აყურებინებენ საზოგადოებას.

მიხეილ სააკაშვილის კადრები

ცნობისთვის, კადრების გამოქვეყნებაზე ერთი დღის ადრე ილაპარაკა იუსტიციის მინისტრმა. გუშინ, 14 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო სასამართლო სხდომა, სადაც დაგეგმილი იყო დისტნაციურად მიხეილ სააკაშვილის დასწრებაც, თუმცა პენიტენციურმა სამსახურმა თქვა, რომ ჩართვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ ჰქონდათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend