კახეთის სკოლებში მოსწავლეების, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების გაუმჯობესებისთვის ტრენინგები ტარდება. შეხვედრების მონაწილეები სწავლობენ როგორ ამოიცნონ ტროლები, ბოტები და ყალბი ვებგვერდები და რა ხერხებით შეძლონ არასანდო ინფორმაციის სანდოსგან გარჩევა.
ტრენინგები არასამთავრობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ და კონრად ადენაუერის ფონდის ერთობლივი ინიციატივით იმართება. რაში დაეხმარებათ ტრენინგზე მიღებული ცოდნა მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს – ამ თემაზე “ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში ორგანიზაცია “მშობლები განათლებისთვის” დამფუძნებელმა, მეგი კავთუაშვილმა ისაუბრა