თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა და წელს მთავარი ჯილდო, ოქროს პრომეთე მიიღო სოსო ბლიაძის ფილმმა “ჩემი ოთახი”. ეს რეჟისორი თბილისის კინოფესტივალზე მთავარ პრიზს უკვე მეორე წელია იღებს. შარშან, ის ფესტივალის ფავორიტი გახდა ფილმისთვის “ოთარის სიკვდილი”.
“ევრონიუს ჯორჯიას” ეთერში საუბრობს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დამფუძნებელი და დირექტორი, გაგა ჩხეიძე.