მთავარისაქართველოსახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ ერთი წლის საქმიანობა შეაჯამა

შეხვედრაზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების განვითარებაზე ისაუბრეს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტომ 1 წლის საქმიანობა შეაჯამა. ანგარიშში ყურადღება გამახვილდა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, სოციალურ მუშაობაზე, 24-საათიანი რეაგირების ინსტრუმენტზე, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ინტეგრირებული სერვისის გახსნასა და სამომავლო გეგმებზე.

კერძოდ, დასრულდა ჩვილ ბავშვთა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და იქმნება ოჯახის გარემოზე და თემზე დაფუძნებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებები. ყურადღება გამახვილდა  ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიაზე და პრევენციულ ღონისძიებებზე.

შეხვედრაზე სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების განვითარებაზეც ისაუბრა.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით გაიმართა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend