მთავარისაქართველომიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც. უწყება მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო 14 დეკემბერს იმსჯელებს. სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურეძემ დღეს განაცხადა, რომ, მოსამართლე გიორგი არევაძემ განკარგულება გასცა, რომ მესამე პრეზიდენტი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს.

გუშინ, 12 დეკემბერს სტრასბურგში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრეს. პრესკონფერენციას მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ევროპარლამენტარები ესწრებოდნენ. ისინიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. ევროპარლამენტარების განცხადებებს გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი და განაცხადა, რომ მათი განცხადებები მიკერძოებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend